Home ახალი ამბები მსოფლიო რაიმონდ პაულსი: ლატვია დასავლეთის პროვინციად იქცა

რაიმონდ პაულსი: ლატვია დასავლეთის პროვინციად იქცა

298

ცნობილმა ლატვიელმა კომპოზიტორმა რაიმონდ პაულსმა, რომელსაც 12 იანვარს 86 წელი შეუსრულდა, გამოცემა Neatkariga Rita Avize  (“დამოუკიდებელი დილის გაზეთი”)-სთვის მიცემულ ინტერვიუში მწვავედ გააკრიტიკა ქვეყნის ხელისუფლება და სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ლატვია კარგავს კავშირებს რუსეთთან და დასავლეთისპროვინციადიქცა.

“სამწუხაროა, რომ ჩვენ დავკარგეთ დიდი ბაზარი, რომელიც ჩვენგან აღმოსავლეთითაა. მენტალურად ის ჩვენთან უფრო ახლოსაა, ვიდრე დასავლეთი, სადაც არავინ გველოდება. მაქვს განცდა, რომ ჩვენ ვიქეცით არა მხოლოდ დასავლეთის, არამედ აღმოსავლეთის პროვინციად”, _ დანანებით განაცხადა სახელგანთქმულმა კომპოზიტორმა.

ამასთანავე, რაიმონ პაულსმა ურჩია ლატვიის მმართველ პოლიტიკოსებს, აღარ წამოაყენონ თავიანთი კანდიდატურები არჩევნებზე. “არა მხოლოდ მთავრობას, არამედ ჩვენი პარლამენტის ბევრ დეპუტატსაც, მინდა, ვურჩიო: არ მიიღოთ მონაწილეობა შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში, წადით ღირსეულად. ბევრმა დეპუტატმა ჩააფლავა თავისი მუშაობა. ნახეთ, ვინ ხელმძღვანელობს სხვადასხვა საპარლამენტო კომისიას: ერთი _ ნასამართლევია, მეორე _ ბრალდებული”, _ აღნიშნა კომპოზიტორმა, რომელიც ასე მწვავედ პირველად არ აკრიტიკებს ლატვიის ხელისუფლებას.

საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის, კომპოზიტორ რაიმონდ პაულსის ნაწარმოებები ჰიტებად იქცა. ის ავტორია სიმღერებისა: “ვერნისაჟი”, “მილიონი ალისფერი ვარდი”, “ძველი საათი”, “შეიყვარეთ პიანისტი” და სხვ.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here