მთავარი მსოფლიო პოლონეთმა ევროკავშირზე შეტევა გააძლიერა

პოლონეთმა ევროკავშირზე შეტევა გააძლიერა

50
გააზიარეთ

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ ევროკავშირთან შეთანხმების რამდენიმე მუხლი არ შეესაბამება პოლონეთის კანონმდებლობას. კერძოდ, ტრიბუნალმა მიუთითა, ევროკავშირის კანონები არ დგას პოლონეთის კონსტიტუციაზე მაღლა.

“კონსტიტუციური სამართლის უზენაესობა სამართლის სხვა წყაროების მიმართ პირდაპირ გამომდინარეობს პოლონეთის რესპუბლიკის კონსტიტუციიდან. დღეს (კიდევ ერთხელ) ეს მკაფიოდ დაადასტურა საკონსტიტუციო სასამართლომ”, _ დაწერა სოციალურ ქსელში მთავრობის წარმომადგენელმა პეტრე მიულერმა.

ვარშავასა და ბრიუსელს შორის ურთიერთობა მას შემდეგ გაცივდა, როცა პოლონეთმა უარი თქვა, დამორჩილებოდა ევროპელთა მოთხოვნას, არ აეკრძალა ლგბტ-იდეოლოგიის პროპაგანდა, გაეუქმებინა დისციპლინური პალატა სასამართლოში და ჩაეტარებინა მასმედიის შესახებ კანონმდებლობის რეფორმა. ევროკომისიამ გააკრიტიკა პოლონეთის ხელისუფლების ქმედებები: “კომისია მხარს უჭერს და ადასტურებს ევროკავშირის სამართლებრივი წესრიგის ფუძემდებლურ პრინციპებს, სახელდობრ, იმას, რომ ევროკავშირის სამართალი პრიორიტეტულია ეროვნულ სამართალზე, მათ შორის საკონსტიტუციო კანონმდებლობაზე; ევროკავშირის სასამართლოს ყველა დადგენილება სავალდებულოა წევრი სახელმწიფოების ყველა ორგანოსთვის, მათ შორის ეროვნული სასამართლოებისთვის”.

საფრანგეთის ევროპული საქმეების მინისტრმა კლემან ბონმა პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალის გადაწყვეტილებას ევროკავშირზე შეტევა უწოდა. “ეს ძალიან სერიოზულია. ფაქტობრივად, არსებობს ევროკავშირიდან პოლონეთის გასვლის რისკი”. ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟან ასელბორნის განცხადებით, “პოლონეთის მთავრობა ცეცხლს ეთამაშება”.

ევროპის სამართლებრივი საკითხების კომისარმა დიდიე რეინედრსმა განაცხადა, რომ ყველა შესაძლო ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა ვარშავა აიძულოს, დაემორჩილოს ევროპულ კანონმდებლობას.

პრობლემა არის ის, რომ ევროპული კანონმდებლობისადმი მორჩილება პოლონეთისთვის ხელსაყრელი არ არის. მაგალითად, ევროკავშირი პოლონელებისგან ჩეხეთის საზღვარზე მდებარე ტურუვის ქვანახშირის შახტების დახურვას მოითხოვს. ვარშავა უარს ამბობს, რადგან ასეთ შემთხვევაში მოუწევს, ქვანახშირი გერმანიისგან იყიდოს. ახლა ბრიუსელი პოლონეთს დაჯარიმებით ემუქრება შახტის მუშაობისთვის _ თითოეულ დღეზე 500 ათასი ევროს ოდენობით.

ევროკავშირის სხვა მოთხოვნებს შორის არის სასამართლოებზე კონტროლის შესუსტება და მასმედიის ფუნქციებისთვის საჭირო მექანიზმების დაქვემდებარება ევროპული სტანდარტებისადმი.

ამ ყველაფრის მიზანი კი არის პოლონეთის მთავრობისთვის ზემოქმედების ბერკეტების წართმევა იმ სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინსტიტუტებზე, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მოქალაქეების თვალსაზრისზე.

fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here