მთავარი მსოფლიო პატრუშევმა რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის კავშირის გაწყვეტის მცდელობაში აშშ დაადანაშაულა

პატრუშევმა რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის კავშირის გაწყვეტის მცდელობაში აშშ დაადანაშაულა

110
გააზიარეთ

აშშ ცდილობს, გაწყვიტოს ეკონომიკური და კულტურული კავშირები რუსეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის”, _ განაცხადა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლოზ პატრუშევმა.

“ამერიკელების ყურადღების ფოკუსში რჩება დსთ-ის (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობა _ გ.გ) სივრცე. ხორციელდება კურსი რუსეთის ეკონომიკურად და კულტურულად დასაშორებლად საქართველოსა და უკრაინისგან”, _ განაცხადა პატრუშევმა დსთ-ის ქვეყნების უსაფრთხოების ორგანოებსა და სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელთა XVII თათბირზე სიტყვით გამოსვლისას.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here