Home ახალი ამბები მსოფლიო ორბანმა მთავარ მტრებად სოროსი, ზელენსკი და ბრიუსელის ბიუროკრატია დაასახელა

ორბანმა მთავარ მტრებად სოროსი, ზელენსკი და ბრიუსელის ბიუროკრატია დაასახელა

254

უნგრეთის მმართველ პარტია ფიდესისა და უნგრეთის მთავრობის მთავარი მტრები არიან ჯორჯ სოროსი, ვლადიმერ ზელენსკი, ბრიუსელის ბიუროკრატია, მათთან დაკავშირებული საერთაშორისომემარცხენე ფრთადაადგილობრივი მემარცხენეები”, _ განაცხადა უნგრეთის პრემიერმინისტრმა და ახლახან გამართულ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პარტია ფიდესის ხელმძღვანელმა ვიქტორ ორბანმა, რომელმაც მიიღო უფლება, კიდევ 4 წლით მართოს მინისტრთა კაბინეტი.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან (ეს ის ცნობილი კულებაა, რომელმაც საქართველოს უცერემონიოდ მოსთხოვა იმის დამტკიცება, რომ სანქცირებული პროდუქციის კონტრაბანდას არ ეწევა რუსეთში _ ნ.კ.) ერთად მონაწილეობდა უნგრეთის შიდაპოლიტიკურ ინტრიგებში და ცდილობდა, არ დაეშვა ორბანის პარტიის გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში. “ჩვენ დიდხანს გვემახსოვრება ეს გამარჯვება, რადგან მოგვიწია ბრძოლა უამრავ მოწინააღმდეგესთან _ ადგილობრივ და საერთაშორისო მემარცხენეებთან, ბრიუსელელ ბიუროკრატებთან, სოროსის იმპერიის ფულსა და ინსტიტუტებთან, საერთაშორისო მასმედიასთან, აგრეთვე, უკრაინის პრეზიდენტთან. ჩვენ ამდენი მოწინააღმდეგე არასოდეს გვყოლია”, _ თქვა ორბანმა თავისი ამომრჩევლების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

kommersant.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here