Home ახალი ამბები მსოფლიო “ომის ქოფაკები”* უკრაინაში

“ომის ქოფაკები”* უკრაინაში

281

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ გამოაცხადაუცხოური ლეგიონისშექმნისა და უცხოელი მოხალისეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ, უკრაინას ევროპელი და ამერიკელი დაქირავებულების ნაკადი მიაწყდა. მათ შორის ბევრია ულტრამემარჯვენე, მარტივად რომ ვთქვათ, ნეონაცისტი. ამასთანავე, დასავლეთს უკრაინაში გადაჰყავს ისლამისტი ექსტრემისტები ახლო აღმოსავლეთიდან.

რამდენიმე დღის წინათ უკრაინის ტელევიზიამ ზეიმით აჩვენა ქვეყანაში დიდი ბრიტანეთის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ჩასვლის სიუჟეტი. ვიზიტის მიზანი სულაც არ არის ტურისტული. ვეტერანებს ნისლიანი ალბიონიდან სურთ, ჩაირიცხონ უკრაინის ხელისუფლების მიერ “რუსული აგრესიის” წინააღმდეგ მებრძოლ “უცხოურ ლეგიონში”. Multicamის (ერთერთი ამერიკული კომპანიის მიერ აშშის არმიისთვის შექმნილი კამუფლაჟი _ ..) ფორმასა და კევლარის მსუბუქ ჯავშანჟილეტებში გამოწყობილნი, თავხედები და თვითდარწმუნებულები მონდომებით ელაპარაკებიან ჟურნალისტებს, რომ მიდიანრუსების მოსაკლავად”, აქვთ დიდი საბრძოლო გამოცდილება ერაყსა და ავღანეთში და ეჭვი არ ეპარებათ, ახლაც მსგავსი რამ მოხდება. მაგრამ ბრიტანელიმოხალისეებიჯერ არასოდეს შეჯახებიან ძლიერი სახელმწიფოს რეგულარულ არმიას და ვერ აცნობიერებენ, რომ შეიძლება თვითონ აღმოჩნდნენ ნანადირევი.

მარტის დასაწყისში რუსეთის თავდაცვის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა ყველა არაორაზროვნად გააფრთხილა: საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, დაქირავებული მებრძოლები _ კომბატანტები (პირები, რომლებიც მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის ერთერთი მხარის შემადგენლობაში და აქვთ განსაკუთრებული იურიდიული სტატუსი _ ..) არ არიან და არ ექნებათ უფლება, იყვნენ სამხედრო ტყვეები. ყველაზე უკეთესი, რაც მათ ელოდებათ საომარი მოქმედებების ზონაში, არის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და პატიმრობა.

ყველაფრის მიუხედავად, დასავლეთიდან უკრაინისკენ მაინც დაიძრნენ ავანტიურისტები. კონაშენკოვმა აღნიშნა, რომ აშშ-მა აამოქმედა მასშტაბური პროგრამა და მოხალისეებს იბირებს ისეთი კერძო სამხედრო კომპანიებიდან, როგორებიცაა ï Academi, DynCorp-ი და Cubic-ი.

 დასავლეთის ავანგარდი

Academi _ ეს არის ყოფილი კერძო სამხედრო კომპანია Blackwater-ი. რებრედინგი მოხდა 10 წლის წინათ. მიზეზი _ მებრძოლების მიერ ომის წესების მასობრივი დარღვევა: მათ არაერთხელ ესროლეს მშვიდობიან მოსახლეობას, ცეცხლს უხსნიდნენ საცხოვრებელ რაიონებს, სასტიკად ეპყრობოდნენ ტყვეებს. ამასთანავე, ჩართული იყვნენ იარაღით კონტრაბანდული ვაჭრობის სკანდალებში. რა თქმა უნდა, ისინი უკრაინაში მძიმე ტექნიკას ვერ შეიყვანენ, მაგრამ მსუბუქ ქვეითებადაც კი, ეს დაქირავებულები, სერიოზული ძალაა.

DynCorp International-ი უძველესი კერძო სამხედრო კომპანიაა, დაარსებული 1946 წელს. დაკავებული იყო პენტაგონისთვის სარაკეტო ტექნიკის გამოცდით, ვაქცინების დამზადებით, აშშ-ის საელჩოებში უსაფრთხოების სისტემების დამონტაჟებით. 2010 წლიდან სადაზვერვო სამსახურების თანამშრომლებს ასწავლის მოწინააღმდეგის ზურგში მოქმედებას, დივერსიების მოწყობას, სნაიპერულ ომსა და ძირგამომთხრელ საქმიანობას.

ამოცანა _ მომარაგების ხაზზე ქაოსის შექმნა, ბადრაგის მიმართ ჩასაფრება, სამალავებში იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების ჩადება. მათი მთავარი მოწინააღმდეგე რუსული სპეცრაზმია, რომელიც წმენდს ტყესა და გზებს სამხედრო კოლონების წინსვლისთვის.

შედარებით პატარა კერძო სამხედრო კომპანია Cubic-ი მსოფლიო მასმედიაში იშვიათად ხვდებოდა. ცნობილია, რომ მისი წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე ქართველ ჯარისკაცებს კავშირგაბმულობის, რადიოელექტრონული დაზვერვისა და თანამგზავრული ნავიგაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებას ასწავლიდნენ. გამორიცხული არ არის, რომ უკრაინაში ეს კერძო სამხედრო კომპანია უკრაინის შეიარაღებული ძალების მართვის სისტემის აღდგენას შეეცდება, რომელიც კონფლიქტის პირველ დღეებში პარალიზებული იყო.

დასავლელი დაქირავებულები ყოველთვის იყვნენ დაპირისპირების ხაზზე, უბრალოდ, ამის შესახებ ოფიციალურად არ აცხადებდნენ, _ თქვა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის ოფიცერმა. _ ჩვენ არაერთხელ დაგვიჭერია რადიოლაპარაკი ინგლისურ ენაზე. ახლა კი, როცა სამხრეთიდან ვუტევთ, უკრაინელების მიერ მიტოვებულ პოზიციებზე ვპოულობთ დასავლეთის წარმომადგენელთა დოკუმენტებს, პირად ნივთებს, გაჯეტებს. ჯერჯერობით მათგან ტყვედ არავინ ჩავარდნილა. სჯობს, “სტუმრებმაიარაღი ნებაყოფლობით დაყარონ, იმიტომ, რომ ცერემონიებს მათ არავინ გაუმართავს”.

რადიკალები და სეპარატისტები

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის არმიის საერთო განწყობა ასეთია: “დაე, რაც შეიძლება მეტი არამზადა ჩამოიყვანონ, მიწა ყველას ეყოფა. მათ გარდა, ვისთვისაც ომი პროფესია და შემოსავლის წყაროა, უკრაინაში ჩადიან თანამედროვე ევროპული ნაციზმის წარმომადგენლები. ამას, სხვათა შორის, დასავლეთშიც აღიარებენ. მაგალითად, გერმანულმა გამოცემა ZEIT Online-მ დაწერა, რომ ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების რამდენიმე ასეული წევრი უკვე ჩავიდა კონფლიქტის ზონაში: “გერმანიიდან წასული მემარჯვენე ექსტრემისტები ავანტიურიზმისა და სამხედრო გამოცდილების გარდა, რუსებთან ბრძოლით არიან დაინტერესებულნი”. გერმანელ ექსტრემისტებს მიჰყვნენ თანამზრახველები ესპანეთიდან, იტალიიდან, აშშ-დან, ბალტიისპირეთისა და სკანდინავიის ქვეყნებიდან. 3 მარტს კი ფრანგულმა ტელეარხმა TF1 info-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში დააკავეს უცხოური ლეგიონის უკრაინელი წარმოშობის 14 სამხედრო, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინის კონფლიქტში ჩართვას.

ზელენსკის მოწოდებას გამოეხმაურნენ კოსოვოს განმათავისუფლებელი არმიის “ბოევიკებიც”, რომლებიც 2000-იან წლებში ადამიანის ორგანოებით ვაჭრობდნენ. “ლეგიონერებს” საბრძოლო გამოცდილება ცოტა აქვთ. სამაგიეროდ, მოჭარბებული აქვთ რუსოფობია და სურვილი, ებრძოლონ რუსეთს ყველგან, სადაც შესაძლებელია. რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა კარგა ხნის წინათ განაცხადა, რომ ნატოს ქვეყნები უკრაინაში ახლო აღმოსავლეთიდან ასობით ექსტრემისტის გადასროლას გეგმავენ. ახლოაღმოსავლელი რადიკალები პოსტსაბჭოთა ტერიტორიაზე გამართულ საომარ მოქმედებებში ბოლოს სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში 2020 წლის შემოდგომაზე მონაწილეობდნენ მთიან ყარაბაღში.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

P.S. 11 მარტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაეთანხმა იდეას, რომ უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციაში დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო არმიების რიგებში ჩაერთონ მოხალისეებიც ახლო აღმოსავლეთიდან. ლაპარაკია 16 ათას მოხალისეზე.

* ფრაზაომის ქოფაკები” (The Dogs of war) პირველად გამოიყენა უილიამ შექსპირმა პიესაიულიუს კეისარში”, შემდეგ _ ინგლისელმა მწერალმა, ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახურის აგენტმა ფრედერიკ ფორსაიტმა თავის ანალოგიური სახელწოდების რომანომის ქოფაკებში”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here