მთავარი მსოფლიო “ნატოს მიერ რუსეთის მოთხოვნების იგნორირება მძიმე შედეგებს გამოიწვევს”

“ნატოს მიერ რუსეთის მოთხოვნების იგნორირება მძიმე შედეგებს გამოიწვევს”

73
გააზიარეთ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟენევაში გამართულ მოლაპარაკებაზე აშშის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს განუცხადა, რომ უსაფრთხოების გარანტიებზე მოსკოვის მოთხოვნების იგნორირება სერიოზულ შედეგებს გამოიღებს”, _ წერია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.

ორი ქვეყნის დიპლომატიური უწყებების ხელმძღვანელები ერთმანეთს 21 იანვარს ჟენევაში შეხვდნენ. ლავროვმა მოლაპარაკებებს სასარგებლო და გულახდილი უწოდა. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს დაჰპირდა, რომ რამდენიმე დღეში წარუდგენს წერილობით პასუხს უსაფრთხოების გარანტიებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ხაზგასმულია მოსკოვის შეშფოთება, რომელიც გამოწვეულია აშშ-ისა და მისი ნატოელი მოკავშირეების მიერ უკრაინის ტერიტორიის ათვისებისა და რუსეთის საზღვრებთან ალიანსის სამხედრო ძალებისა და შეიარაღების განლაგების გამო. აღნიშნულია, რომ ამის თავიდან აცილება შეიძლება, თუ ვაშინგტონის რეაქცია დადებითი იქნება უსაფრთხოების გარანტიების პროექტზე.

2021 წლის ბოლოს რუსეთმა გამოაქვეყნა აშშ-სა და ნატოსთან შეთანხმების პროექტები უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. მოსკოვი, დასავლელი პარტნიორებისგან მოითხოვს იურიდიულ გარანტიებს, რომ ნატო უარს იტყვის აღმოსავლეთით გაფართოებაზე, ალიანსში უკრაინის შეყვანასა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სამხედრო ბაზების შექმნაზე.

ამ თემაზე პირველი მოლაპარაკება 10 იანვარს გაიმართა ჟენევაში. ამას მოჰყვა რუსეთი-ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში, 13 იანვარს კი ვენაში კონსულტაციები გაიმართა რუსეთსა და ეუთოს შორის.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here