Home ახალი ამბები მსოფლიო ნატოს ევროპული ანალოგი: დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი

ნატოს ევროპული ანალოგი: დასავლეთის ქვეყნებს შორის განხეთქილებამ იჩინა თავი

1185
ნატო

ევროკავშირის პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს, შექმნან ნატოს ანალოგი სახელწოდებითევროპის ინტერვენციული ინიციატივა”. დასავლეთი იხლიჩება, რაც ფრიად დამაინტრიგებელია.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ტრამპმა არ მოისურვა ნატოს სხვა ქვეყნების დაცვა და გააკრიტიკა კოლექტიური უსაფრთხოების წესდების მეხუთე მუხლი. თავისი მოსაზრება იმით დაასაბუთა, რომ აზრი არ აქვს ისეთი სახელმწიფოების დაცვას, რომლებიც თავისი მშპ-ის 2 პროცენტს არ უხდიან ალიანსს.

ახლახან კი გადაწყვიტა, რომ აშშ გამოვიდეს ირანთან დადებული ხელშეკრულებიდან, რაც ევროპის ქვეყნებს მილიარდობით დოლარით აზარალებს. თუ აშშ ირანის წინააღმდეგ სანქციებს დააწესებს, მაშინ ეს სანქციები იმოქმედებს ევროპულ კომპანიებზე, რომლებიც თანამშრომლობენ ირანთან ან აპირებენ თანამშრომლობას. ამ რეალობამ უბიძგა ევროკავშირის ლიდერებს, შექმნან საკუთარი სამხედრო ორგანიზაცია.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან მათაც, როგორც ამერიკის ადმინისტრაციას, ძალიან ეშინიათ რუსეთის გაძლიერების. ამერიკელები ადასტურებენ, რომ რუსეთის ფედერაციას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უკავია შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე. განხეთქილების ტენდენცია აშკარაა, რაც დასავლეთს სერიოზულად ასუსტებს.

რუსეთს კი ხელს არ აძლევს მის საზღვრებთან კიდევ ერთი სამხედრო ბლოკის წარმომადგენლების გამოჩენა.

სახიფათო თამაშია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here