Home ახალი ამბები საქართველო ნატოს გოლკიპერები და რუსული საცხებ-საპოხი

ნატოს გოლკიპერები და რუსული საცხებ-საპოხი

სვასტიკა ევროპულ საახალწლო ნაძვის ხეზე, ანუ ან რუსეთი უნდა აიკრძალოს, ან – ნაძვის ხე

505
ლატვიაში ნაძვის ხე სვასტიკებით მორთეს

საცხებსაპოხი მასალა ნავთობპროდუქტებისგან მზადდება, ომლები ევროპელებს არ აქვთ, მაგრამ რუსებს, რომ იტყვიან, თავზე გადასდით. შესაბამისად, ამ საქმეში ევროპელები ვერ დაგვეხმარებიან, რუსები კი, მიუხედავად იმისა, რომ არ გვიყვარს და დიპლომატიური ურთიერთობაც გაწყვეტილი გვაქვს, ვფიქრობ, დახმარების ხელს გამოგვიწვდიან და ევროპაში დეფიციტურ ამ საქონელზე უარს არ გვეტყვიან, მით უფრო, რომ ძალიან ცოტა, თითქმის უმნიშვნელო რაოდენობით გვჭირდება  –  იმდენი, ერთი ცალი კარის მექანიზმი რომ შევზეთოთ (თუ შევპოხოთ). რომელი კარის მექანიზმი უნდა შევზეთოთ (თუ შევპოხოთ)?  ახლავე  მოგახსენებთ,  მაგრამცოტა  შორიდან  მომიწევს დაწყება.

თუ გახსოვთ, ვინ თქვა პირველად, ნატოში უნდა შევიდეთო? ირაკლი წერეთელმა? ვერ გამოიცანით. ეგ იდეა ედუარდ  შევარდნაძემ  წამოაყენა, მართალია,  ვიწრო წრეში,  მაგრამ  მტკიცედ და დაბეჯითებით;  ხმამაღლა და  საჯაროდ კი, მართალი ბრძანდებით, ირაკლი წერეთელმა იყვირა. ირაკლის მალე სხვებიც აყვნენ ე.წ. ეროვნული მოძრაობიდან და მას შემდეგ, აგერ უკვე ოცდათხუთმეტი წელიწადია, გავყვირით, რომ ნატოში უნდა შევიდეთ. გავყვირით კი არა, კონსტიტუციაშიც კი ჩავწერეთ, რომ ნატოა ჩვენი აღთქმული მიწა, ქართველთა საბოლოო მიზანი, ცხოვრების აზრი და გამართლება  ასეთ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს, ვინ წამოაყენა ნატოში შესვლის იდეა პირველად –  ედუარდ შევარდნაძემ თუ ირაკლი წერეთელმა? – მკითხავთ აუცილებლად.  ჩვენთვის თუ არ აქვს, ისტორიისთვის აქვს მნიშვნელობა, ვინ იყო ტონის მიმცემი. ტონალობას, მოგეხსენებათ, ვინც განსაზღვრავს კაპელასა თუ სიმფონიურ ორკესტრში – დირიჟორი. არ გვაქვს უფლება, ვინმეს რამე დავუკარგოთ. ეროვნული მოძრაობისთვის ტონის მიმცემი,  ანუ დირიჟორი ედუარდ შევარდნაძე იყო, რომელსაც ეროვნული მოძრაობის ლიდერები კრემლის აგენტად და რენეგატად (, როგორ უყვარდათ ეს სიტყვა) მოიხსენიებდნენ, მაგრამ, როგორც კარგი მუსიკოსშემსრულებლები, მის მიერ განსაზღვრული ტონალობიდან არასოდეს გადადიოდნენ. შემდეგ, როდესაც არჩევნებში გამარჯვებული ზვიად გამსახურდია პუტჩის (ეს სიტყვაც ძალიან უყვართ) გზით დაამხეს და საქართველოში დაბრუნებული ედუარდ შევარდნაძე პრეზიდენტის პოსტზე, ასე თუ ისე, მომაგრდა, ადრე მხოლოდ ვიწრო წრისთვის გამხელილი გულისნადების ღიად რეალიზებას შეუდგა და, როგორც თვითონ უყვარდა თქმა, ნატოს კარზე დააკაკუნა. კარი კი გაუღეს ფართოდ,  მაგრამ იმ კარში გოლკიპერივით ჩამდგარმა და ყველის ვაჭარივით მუდამ კბილებგადმოყრილმა იმდროინდელმა გენერალურმა მდივანმა ხავიერ სოლანამ ქართველ სტუმარს უცნაური სიტყვა  შეაგება: ნატოს კარი თქვენთვის ღიაა, მაგრამჯერჯერობით ვერ შემოგიშვებთ! ასე დაიწყო ნატოს ე.წ. ღია კარის პოლიტიკა ჩვენთვის. კალენდრიდან ჯერ კიდევ მეოცე საუკუნე შემოგვცქეროდა – ქრისტეშობიდან 1995-ე  წელიწადი იდგა.

მას შემდეგ მეოთხედმა საუკუნემ სულ ჭენებ-ჭენებით ჩაიქროლა, ნატოს კარი ამ ხნის განმავლობაში ღიაა, მაგრამ იმ ღია კარში მორიგეობით ჩამდგარიგოლკიპერები” (ხავიერ სოლანა, ჯორჯ რობერტსონი, იაპ დე ჰოოპ სხეფერი, ანდერს ფოგ რასმუსენი, იენს სტოლტენბერგი) ცოცხალი თავით არ გვიშვებდნენ, თუმცა ჩვენთვის ჟრუანტელისმომგვრელ ინფორმაციას, რომ ნატოს კარი ღიაა, წარამარა გვიმეორებდნენ. ბუქარესტის 2008 წლის სამიტამდე ე.წ. მაპის მოცემასაც გვპირდებოდნენ, მაგრამ ბოლო წუთს რატომღაც გადაიფიქრეს. მაპი არ მოგვცეს, თუმცა კომუნიკეში ჩაწერეს, – საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი სახელმწიფოები იქნებიანო. მას შემდეგ  საქართველომ რუსეთთან 2008 წლის ომი გამოიარა; უკრაინას აგერ ახლა 2022 წელს მიწასთან ასწორებენ, მაგრამ ნატოს წევრობაზე, როგორც უკრაინელებს, ასევე ჩვენ, უარს გვეუბნებიან.  ბედის ბორბალმა იმდენი იტრიალა, რომ 2022 წელს ნატოს სამიტი კვლავ ბუქარესტში ჩატარდა. საქართველოსა და უკრაინის ხელისუფლებაში ერთხელ კიდევ სცადეს  ბედი ხან აქეთ ეცნენ, ხან იქით, მაგრამ ამაოდ დაშვრნენის ფაქტი, რომ ნატოს მესვეურები ბუქარესტში 2008 წელს ერთხელ უკვე შეგვპირდნენ  ნატოს წევრობას, მათთვის გარკვეული სტიმულის მიმცემი უნდა ყოფილიყო  იმ  მიმართულებით, რომ სინდისს შეეწუხებინათ და თოთხმეტი მძიმე წელიწადის გასვლის შემდეგ სისხლდათხეულ საქართველოსა და უკრაინისთვის, ნატოს წევრობა თუ არა, მაპი მაინც ებოძებინათ. როგორ გეკადრებათ?! არც სინდისი,  არც ნატოს წევრობა,  არც მაპი, კვლავ შინაარსისგან დაცლილი, აბსოლუტურად უაზრო და  შეურაცხმყოფელი სიტყვები ნატოს გენერალური მდივნისა, უკაცრავად, გოლკიპერისა: ჩვენ ყოველდღე გაგიმეორებთ, რომ ნატოს კარი ღია რჩება. ჩვენ ეს ვაჩვენეთ მონტენეგროსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ალიანსში მიღებით, მიუხედავად რუსეთის პროტესტისა.  ვაჩვენეთ, რომ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება და ალიანსში გაწევრება მხოლოდ ნატოს 30 წევრისა და ასპირანტი ქვეყნების გადასაწყვეტია და არა სხვისი. როდესაც პუტინი შეიჭრა უკრაინაში,  მას უნდოდა  ნაკლები ნატო თავის საზღვრებთან და მიიღო საპირისპირო. მან მიიღო ნატოს ჯარების მეტი ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და ის ნახავს ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრებას. ასე რომ, ჩვენ ვაჩვენებთ, ნატოს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ  საქმითაც“.

როგორ მოგწონთ? 2008 წელს ნატოს წევრობას თქვენ შეგპირდით, მაგრამ  ჩრდილოეთი მაკედონია და მონტენეგრო მივიღეთო. ახლა კი რუსეთს ნატოში შვედეთისა და ფინეთის მიღებით ვემუქრებითო.

– კი მაგრამ, ჩვენ? – იკითხავს სასოწარკვეთილი ქართველი. ჩვენ ამ წინადადების მხოლოდ ეს ნაწილი გვეხება: “ნატოს კარი ღიაა არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც”. გაიგეთ? ნატოს კარი ჩვენთვის კვლავაც ღია ყოფილა, თანაც არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ საქმითაც. აი რა მივიღეთ ბუქარესტის სამიტიდან  ბუქარესტის სამიტამდე თოთხმეტწლიანი ლოდინის პასუხად,  გადატანილი ომის პასუხად,  დაღვრილი სისხლის პასუხად,  სხვადასხვა სამხედრო მისიებში ნატოს მხარდამხარ ბრძოლისა და დახოცილი ქართველი ახალგაზრდების პასუხად  – ნატოს ღია კარი, რომელშიც დღესაც ისევე არ გვიშვებენ, როგორც ოდესღაც ედუარდ შევარდნაძე და ირაკლი წერეთელი არ შეუშვეს.

როგორც ზემოთ ვთქვი, მეოთხედ საუკუნეზე მეტი გავიდა, რაც ეს კარი ღიაა. მისი ანჯამები უმოქმედობისა და უმოძრაობისგან, ალბათ, დაიჟანგა კიდეც, რის გამოც იგი მხოლოდ დიდი ძალდატანებითა და უსიამოვნო ჭრიალით თუ იმუშავებს. ნატოს კარს საცხებ-საპოხი სჭირდება, რომელიც ევროპაში დეფიციტურია. იქნებ რუსეთისთვის გვეთხოვა ცოტაოდენი შესაზეთი მასალა, რათა ის კარი, რომლიდანაც, მართალია, შესვლას არ გვანებებენ, მაგრამ, რომლის წინაშეც ჩვენ მაინც “ამაყად” ატუზულები ვდგავართ, მუშა მდგომარეობაში იყოს, რომ ზედმეტი ძალდატანებისა და შემაწუხებელი ჭრიალის გარეშე იღებოდეს და იხურებოდეს. მოშლილ და ანჯამებმორყეულ კართან დგომას გამართულ მდგომარეობაში მყოფ კართან დგომა გერჩივნოთ, ქართველებო!

 ვალერი კვარაცხელია                                                                                    

P. S. ევროპელები ხმის ჩახლეჩამდე გაჰყვირიან: ზამთარი დადგა, რუსები კი ზამთარს ჩვენ წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად იყენებენ.

 მძიმე ბრალდებაა. დასავლეთს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი ფაშისტური უკრაინა თანამედროვე ტექნიკით შეაიარაღოს, მაგრამ ამ რუსეთს ვინ მისცა უფლება, ზამთარი ფაშისტური უკრაინისა და დასავლეთის წინააღმდეგ ბრძოლის იარაღად გამოიყენოს?!  ან რუსეთი უნდა აიკრძალოს ან ზამთარი, რადგან ორივე ერთად ნებისმიერ მტერს ამარცხებს, ასე იყო ისტორიულად.

ლატვიაში კი საახალწლო მთავარი ნაძვის ხე სვასტიკებით მორთეს. ეს იმით ახსნეს, სვასტიკა ჩვენი ნაციონალური ორნამენტიაო. გასულ საუკუნეში მათი ესნაციონალური ორნამენტიკაცობრიობას სამოცდაათი მილიონი ადამიანის სიცოცხლედ დაუჯდა. ვის შეუძლია გაიაზროს, რამდენი სიცოცხლე შეეწირება ამნაციონალურ ორნამენტსამ საუკუნეში?

ვ.კ.                                                                                                      

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here