მთავარი საქართველო მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგები

153
გააზიარეთ

ცესკოს მონაცემებით, თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბითქართულმა ოცნებამგაიმარჯვა, მეორე ადგილზეანაციონალური მოძრაობა”, მესამეზე _ “გახარიასაქართველოსთვის”.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 3 743 უბნიდან მონაცემები დათვლილია 3 742 უბანზე (99,97%). ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქვეყნის მასშტაბით პროპორციულ ნაწილში “ქართულმა ოცნებამ” ხმების 46,68 პროცენტი (822 669 ხმა) მოიპოვა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” _ 30,7 პროცენტი (541 069 ხმა), ხოლო პარტიამ “გახარია-საქართველოსთვის” _ 7,8% (1 37 414 ხმა), დანარჩენმა პარტიებმა 3 პროცენტზე ნაკლები აიღეს.

წინასწარი მონაცემებით, 64-დან 20 მუნიციპალიტეტში მერის არჩევნების მეორე ტური 30 ოქტომბერს გაიმართება:

თბილისში

* კახა კალაძე _ “ქართული ოცნება

* ნიკა მელია _ “ნაციონალური მოძრაობა

ბათუმში

* არჩილ ჩიქოვანი _ “ქართული ოცნება

* გიორგი კირთაძე _ “ნაციონალური მოძრაობა

ქუთაისში

* იოსებ ხახალეიშვილი _”ქართული ოცნება

* ხატია დეკანოიძე _ “ნაციონალური მოძრაობა

რუსთავში

* ნინო ლაცაბიძე _ “ქართული ოცნება

* დავით კირკიტაძე _ “ნაციონალური მოძრაობა

ფოთში

* ბექა ვაჭარაძე _ “ქართული ოცნება

* გიგი უგულავა _ “ნაციონალური მოძრაობა

მეორე ტური გაიმართება 59-დან 15 თვითმმართველ თემში: თიანეთში, თელავში, ქარელში, ხაშურში, ცაგერში, ბაღდათში, წყალტუბოში, ოზურგეთში, სენაკში, ხობში, მარტვილში, ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუსა და ხელვაჩაურში.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here