Home ახალი ამბები მსოფლიო მოლდოველი სამხედროები პრეზიდენტისგან პასუხს მოითხოვენ

მოლდოველი სამხედროები პრეზიდენტისგან პასუხს მოითხოვენ

“რატომ მიიღეს უცხო ქვეყნების სტრუქტურებმა საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა?”

105
მოლდოველი სამხედროები პრეზიდენტისგან პასუხს მოითხოვენ

რესპუბლიკა მოლდოვის გადამდგარმა ოფიცრებმა ღია წერილით მიმართეს ქვეყნის პრეზიდენტ მაია სანდუს, რომელშიც გამოხატეს თავიანთი შეშფოთებამწვავე სოციალური, ეკონომიკური და შიდაპოლიტიკური ვითარებისგამო. წერილის ავტორების აზრით, ასეთმა შიდაპოლიტიკურმა ვითარებამ შეიძლებაქვეყანაში დესტაბილიზაცია გამოიწვიოს”.

წერილის ავტორებს სურთ, მიიღონ პასუხები რამდენიმე მნიშვნელოვან კითხვაზე, თანაც ეს პასუხები არა მხოლოდ სამხედროებმა უნდა იცოდნენ, არამედ მოლდოვის მოქალაქეების დიდმა ნაწილმაც.

მასმედიაში გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, უცხო ქვეყნების სტრუქტურებმა, როგორც სახელმწიფო, ისე კერძომ, მიიღეს წვდომა საიდუმლო ინფორმაციაზე, მათ შორის ისეთზე, რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.

რის საფუძველზე და რა უფლებით მიეცათ მათ ასეთ ინფორმაციაზე წვდომა? თქვენ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, რატომ არ იღებთ ყველა შესაძლო ზომას, რომ ეს ქმედებები, რომლებიც დანაშაულებრივ ქმედებებად უნდა შეფასდეს, აღიკვეთოს და შემდეგაც აღარ განმეორდეს?” _ მოჰყავს სამხედროების წერილიდან ამონარიდი ინტერნეტგამოცემა “ეხო მოლდოვას”.

ამას გარდა, ოფიცრებს სურთ, პრეზიდენტისგან შეიტყონ, როდის მიიღებს აშშ-ის ელჩი საპროტესტო ნოტას იმის გამო, რომ ის ერევა საინფორმაციო და უსაფრთხოების სამსახურების, აგრეთვე, გენერალური პროკურატურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაში. ასეთივე კითხვა აქვთ სამხედროებს ევროკავშირისა და რუმინეთის ელჩების მიმართაც, რომლებიც მოურიდებლად ერევიან “სუვერენული ქვეყნის ხელისუფლების მუშაობაში”.

ოფიცრებს სურთ, შეიტყონ, რატომ უწოდებენ მოლდოვურ ენას რუმინულს და რამდენ ხანს გაგრძელდება ეს. მათთვის, აგრეთვე, გაუგებარია, აქვს თუ არა უფლება მეზობელი ქვეყნის მოქალაქეს, მოლდოვის პრეზიდენტის პოსტი დაიკავოს.

“მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში შექმნილი ვითარება მოლდოვას არა მხოლოდ აყენებს გარე ძალებზე დამოკიდებულ მდგომარეობაში, არამედ ხლეჩს მოლდოვის საზოგადოებას. ეს გამოიწვევს ღია კონფლიქტს, რომელიც ქუჩის არეულობებში გადაიზრდება.

“ე.წ. დასავლური პარტნიორების მუშაობის ფორმებისა და მეთოდების გათვალისწინებით, ვხედავთ, რომ მზადდება მაიდნის ტიპის მასობრივი არეულობების წინაპირობები, როგორც ეს ხდებოდა ყველა ქვეყანაში, რომლებიც უცხო ძალების კონტროლს დაექვემდებარნენ. მოგიწოდებთ, არ დაუშვათ მსგავსი სცენარის განვითარება ჩვენს ქვეყანაში!” _ ნათქვამია სამხედროების წერილში.

Fondsk.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here