Home ახალი ამბები „მის ტრანსგენდერი 2017“ ჩაიშალა! ღონისძიების ორგანიზატორები თითს ჰომოფობებისკენ იშვერენ!

„მის ტრანსგენდერი 2017“ ჩაიშალა! ღონისძიების ორგანიზატორები თითს ჰომოფობებისკენ იშვერენ!

1761
31 მარტს  დაგეგმილი ღონისძიება ,,მის ტანსგენდერი 2017“ აღარ გაიმართება. ღონისძიების ჩატარების შესახებ  ინფორმაცია სოციალურ ქსელში  რამოდენიმე დღის წინ გავრცელდა. როგორც ,,საქართველო და მსოფლოსთან“ ღონისძიების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა  ნატალია მაჟარაშვილმა განაცხადა, კონკურსის გაუქმების მიზეზი ჰომოფობების მხრიდან გამოვლენილი უკმაყოფილება და აგრესიული მესიჯები იყო.  ინფორმაციას ადასტურებს ორგანიზაცია “ლგბტ საქართველოს” წარმომადგენელი ლევან ბერიანიძეც.

,,გუშინ გადავწყვიტე, რომ კონკურსი გაუქმებულიყო, რადგან ძალიან ბევრმა ჰომოფობმა დააფიქსირა თავისი აგრესიული განწყობა და  დავდე კიდევაც ამის თაობაზე პოსტი“ აცხადებს “საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბრისას ნატალია მაჭარაშვილი.

ბერიანიძის თქმით, კონკურსის გადადების მიზეზი ძალადობის მოსალოდნელი საფრთხე გახდა, რადგან Facebook-ზე აგრესიული მომხმარებლების მობილიზება დაიწყო.

„რადიკალი ჯგუფები მობილიზდნენ და დაიწყეს ჯგუფებში პოსტვა, რომ “ხალხო, შევიკრიბოთ”, “აქცია ჩავატაროთ”, “არ დავუშვათ”… ამის გამო გადავწყვიტეთ, დროებით გადავდოთ. ცემა-ტყეპა არ გვინდა. ჩვენ მივმართეთ სამართალდამცავ ორგანოებს, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბულ გარემოში კონკურსის ჩატარება არ მივიჩნიეთ მიზანშეწონილად. შესაძლოა, მომავალში ჩატარდეს, მაგრამ ჯერჯერობით არ ვიცით”, – განაცხადა ბერიანიძემ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსი „მის ტრანსგენდერი 2017“ ტრანსგენდერთა ხილვადობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „თანასწორობის მოძრაობის“ მხარდაჭერით იმართებოდა.  “მის ტრანსგენდერი 2017-ის” ორგანიზატორები თავად ტრანსგენდერი ქალები იყვნენ.

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here