Home რუბრიკები საზოგადოება მამა დავითი (ისაკაძე): ეს არის თურქული ექსპანსიის ნათელი გამოვლინება

მამა დავითი (ისაკაძე): ეს არის თურქული ექსპანსიის ნათელი გამოვლინება

7867
მამა დავითი (ისაკაძე)

უცხოეთიდან დაფინანსებული რიგიარასამთავრობო ორგანიზაციებისზემოქმედების შედეგად 20 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუსლიმთა თემის მიერ ქალაქის ერთერთ ცენტრალურ ქუჩაზე გრანდიოზული მეჩეთის აშენების მოთხოვნით შეტანილი სარჩელი სასწრაფოდ განიხილა.

პროცესზე, რომელიც ყოველგვარ ობიექტურობასა და სამართლებრივ ლოგიკას იყო მოკლებული, მოპასუხემ _ მერიის იურისტმა, მოსარჩელეს_ მუსლიმთა თემს, დავის მოლაპარაკების გზით გადაწყვეტა და ამ მიზნით შეხვედრების გამართვა შესთავაზა. ამის შემდეგ მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სხდომა ერთი თვით გადადო და მხარეებს შეთანხმების მისაღწევად 30 კალენდარული დღე მისცა. თემის ინტერესებს პროცესზე არასამთავრობო ორგანიზაციაადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისიურისტი ეთერ გვრიტიშვილი იცავდა. მისი განმარტებით, ორგანიზაცია, “მესამე სექტორისსხვა წარმომადგენლებთან ერთად, ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში ყველა რელიგიური ჯგუფის, მათ შორის, მუსულმანური თემის ინტერესებიც სათანადოდ იყოს დაცული.

ბათუმში ახალი გრანდიოზული მეჩეთის აშენების მოთხოვნით მუსლიმანთა თემმა ქალაქის მერიას დაახლოებით ერთი წლის წინათ მიმართა. მაგრამ უარი მიიღო და მიზეზებიც განემარტა. არგუმენტები თემისთვის ყურადსაღები არ აღმოჩნდა და მოგვიანებით დავა სასამართლოში გაგრძელდა. პარალელურად, საქმეში “მესამე სექტორიც” ჩაერთო და, როგორც სასამართლო სისტემა, ისე კონკრეტული მოსამართლე კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოექცა. ამის შემდეგ ყველა ანგარიშსა თუ მოხსენებაში, რომელიც “დემოკრატიას” ეხებოდა, “ენჯეოები” ამ საკითხზე აპელირებდნენ. მათივე ძალისხმევით პროცესში უცხოური “არასამთავრობო” ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. მცირე ხნის წინათ ამ საქმეზე განცხადებები ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ _ “ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინტიტუტმა” (TDI) და “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა” _ გაავრცელა. მათი განმარტებით, ბათუმის მერია უხეშად არღვევს მუსლიმანური თემის ინტერესებს, ხოლო სასამართლო სისტემა ამ პროცესის ინსტრუმენტია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. განცხადებიდან ზუსტად ერთ კვირაში სასამართლო პროცესი დაინიშნა. მერიაც და თვითონ მერი ლაშა კომახიძე, რომელიც მანამდე არგუმენტებით ასაბუთებდა თემის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობას, უცებ ალაპარაკდა შეხვედრებსა და პოზიციების შეჯერებაზე. როგორც ჩანს, უცხოეთიდან დაფინანსებული “მესამე სექტორის” გავლენა ხელისუფლებაზე უკვე ისე დიდია, მიუხედავად ყველა სამართლებრივი თუ არქიტექტურული დასაბუთებისა, რომ კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ნაგებობის, ამ შემთხვევაში მეჩეთის, აშენება არ შეიძლება, ორ “არასამთავრობო ორგანიზაციას” მაინც თავისი გააქვს. მეტიც, ეს ორგანიზაციები ხელისუფლებას ერთგვარ პრესინგში ამყოფებენ და აიძულებენ, ყველა ნაბიჯი მათ მიერ გაწერილი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაბამისად გადადგან…

ვის ინტერესებშია ბათუმში ახალი მეჩეთის აშენება და რა საფრთხეებს შეიცავს ეს სახელმწიფოსთვის? _ “საქართველო და მსოფლიოსესაუბრება წმინდა მარინეს ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი დავითი (ისაკაძე):

_ მამაო, წინა კვირას ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა მუსლიმი თემის სარჩელი, ახალი მეჩეთის აშენების თაობაზე. პროცესზე მათ ინტერესებს უცხოეთიდან დაფინანსებული ერთერთი არასამთავრობო ორგანიზაცია იცავს. ვის სჭირდება საქართველოში ახალი მეჩეთების აშენება და, საერთოდ, სხვა რელიგიური კონფესიების გაძლიერება?

_ ეს ძალიან სახიფათო და კატასტროფული მოვლენაა დღევანდელი საქართველოსთვის იმიტომ, რომ ახლოვდება ყარსის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის თარიღი. 2021 წლის 13 ოქტომბერს გასდის ხელშეკრულებას ვადა და თურქები ითხოვენ არა მხოლოდ ბათუმის, მთლიანად აჭარის შეყვანას თავიანთ იურისდიქციაში. ეს არის თურქული ექსპანსიის ნათელი გამოვლინება და ამის ფონზე მოსახლეობა, რომელიც ეთნიკურად ქართველია, მაგრამ სულით, მრწამსით ემსახურება თურქეთის ინტერესებს, ცდილობს, ხელი შეუწყოს ამ პროცესის განვითარებას. კიდევ ვიმეორებ _ მათი სულიერი ცენტრი არის თურქეთი და ეს ადამიანები მხოლოდ ნომინალურად არიან ქართველები.

რაც შეეხება იმ ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ხელს უწყობენ მეჩეთების მშენებლობას და ხშირად საუბრობენ სხვადასხვა რელიგიური კონფესიის უფლებებზე, ისინი არიან მტრები საქართველოსი. ისინი პირდაპირ იმართებიან დასავლეთიდან და სინამდვილეში მათ ვიღაცის უფლებები კი არ ადარდებთ, არამედ აღიზიანებთ ერთადერთი რამ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია იყო და დღემდე რჩება ქართველი ერის მთავარ სულიერ ციხესიმაგრედ. აი ამიტომაა მათი მიზანი საქართველოს _ მართლმადიდებელი სახელმწიფოს, დაშლა და დაქუცმაცება. აქვე მინდა, ჩვენს საზოგადოებაზეც ვთქვა. წინა და მოქმედი ხელისუფლება, ფაქტობრივად, ტოლს არ უდებენ ერთმანეთს იმაში, რასაც ანტიეროვნული, ანტიქართული და ანტიმართლმადიდებლური საქმიანობა ჰქვია. გააფთრებით ებრძვიან ყველაფერს, რაც ჩვენს თვითმყოფადობას განაპირობებს. ამის ფონზე, სიმართლე გითხრათ, გამკვირვებია, რატომაა ხალხი დადუმებული. რატომ არ იღებს საზოგადოება ხმას იმაზე, რაც ხდება და რა უბედურებაც გარდაუვალია მომავალში, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა

_ რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ?

_ ხალხი უნდა გამოფხიზლდეს, მათ შორის, ის აჭარელი მოსახლეობაც და ყველამ აიმაღლოს ხმა. სხვანაირად პრობლემა ყოველთვის იარსებებს, და ერთ დღესაც აჭარიდან ქართველებს რომ გამოყრიან, მათ ნაცვლად კი თურქები ჩასახლდებიან, გვიანი იქნება ვიშვიში. ბათუმში უკვე ისედაც არის თურქული კვარტლები, თუმცა თბილისშიც არანაკლებია. კიდევ ვიმეორებ, ხელისუფლება აბსოლუტურად უნიათოა, არასახელმწიფოებრივად აზროვნებს და მეტიც, ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქართველი ხალხისთვის გენოციდი მოეწყოთ.

_ დავუბრუნდეთ ყარსის ხელშეკრულებას, რა შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, როცა ამ დოკუმენტის ვადა ამოიწურება? რისთვის უნდა ვემზადოთ, რა პროცესები დაიწყება?

_ ვინც გაეცნობა ამ ხელშეკრულებას, ნახავს, რომ მასში ჩადებულია ჩვენი სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირი საფრთხის შემცველი რამ. კერძოდ, თუ თურქეთი ჩათვლის, რომ საქართველო მასთან არაკეთილმეზობლურ ურთიერთობაშია, ამოქმედდება დოკუმენტის ძირითადი ნაწილი, რომლის მიხედვითაც თურქეთს გადაეცემა საქართველოს გარკვეული ტერიტორიები. ცხადია, აქ საუბარია აჭარაზე და, თუ არ ვცდები, გურიის ტერიტორიის რაღაც მონაკვეთზეც. მიჩნდება შეკითხვა: ვინ გვიშველის, როცა ეს მოხდება _ ევროპა და ამერიკა? როგორც 2008 წლის აგვისტოში დაგვეხმარნენ და დაგვიცვეს, ისე დაგვიცავენ?! ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა საქართველო. თუმცა აქ მხოლოდ თურქეთი არ არის. ქვემო ქართლში აზერბაიჯანული კომპანიასოკარიაფინანსებს მეჩეთების მშენებლობას და ეს ცხადყოფს, რომ კიდევ ერთიკეთილიმეზობელი გვყავს თურქეთთან ერთად. სხვათა შორის ამკეთილიმეზობლისმეგობრულიპოლიტიკის შედეგად უკვე სავალალო პირობებში უწევთ ინგილო ქართველებს ცხოვრება. იქ, ფაქტობრივად, გენოციდი მიდის ქართველების _ პირჯვრის გადაწერის უფლებას არ აძლევენ და ტაძარში წირვალოცვა ვერ ჩაუტარებიათ, არათუ რამის აშენებაზე მიდის საუბარი.

_ როგორც ვიცი, სკოლებში ქართული ენის სწავლებაც პრობლემაა

_ ყველანაირად ავიწროებენ, დედაენა თავზე დაახიეს ყველას, ვინც კი ამ თემაზე ხმა ამოიღო. აი ასეთი “კეთილი” მეზობლების გარემოცვაში ვართ და ამიტომ, ვფიქრობ, რომ ხალხმა ხმა უნდა ამოიღოს.

_ რა ფორმით და როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? ეკლესია და სამღვდელოება თავის დროზე აქტიურად იბრძოდა ბათუმში მეჩეთის აშენების წინააღმდეგ, მაგრამ დღეს, როგორც ხედავთ, ორიარასამთავრობოსპოზიცია უფრო მნიშვნელოვანია ხელისუფლებისთვის.

_ ზუსტად ამიტომაა საჭირო ხმის ამოღება. უნდა გამოვიდეს აჭარის მოსახლეობა და, ვინც მეჩეთის აშენებას ითხოვს, გაყაროს. რას ითხოვენ, რა, მეჩეთები აკლიათ?! ცარიელია მათი მეჩეთები, მაგრამ გამოდიან ამ სულგაყიდული “არასამთავრობოების” წაქეზებით და ქუჩაში ატარებენ თავიანთ რაღაც რიტუალებს, ვითომ შენობა არ აქვთ. ამ დროს აჭარის მოსახლეობა, მართლმადიდებლებს ვგულისხმობ, იქვე დგას და თითქოს არაფერი… სახლებიდან რომ გამოყრიან და მხოლოდ თბილისი შეგვრჩება ხელში, ისიც თუ შეგვრჩა, მერე ნახონ… ახლა რაც შეეხება არგუმენტს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, ამა თუ იმ რელიგიური ჯგუფის, თემის მოთხოვნა დაიცვას და გაითვალისწინოს, შვეიცარიაში სულ ოთხი მეჩეთია, მეხუთის აშენება რომ მოინდომეს, რეფერენდუმი ჩატარდა და ხალხს ჰკითხეს, უნდოდა თუ არა. საზოგადოების პოზიცია იყო უარი და მორჩა. ჩვენ რა, შვეიცარიაზე მეტი დემოკრატია გვაქვს?! ჩაძინებულ-გაბრუებულია დღეს საქართველო ნარკოტიკითა და რაღაც ვირტუალური ოცნებებით. ცხადია, არანაირი მეჩეთის მშენებლობა არსად, არც ერთ ქალაქში არ შეიძლება. ჩვენ ეს უნდა აღვიქვათ, როგორც დიდი საფრთხე, რომელიც მიმართულია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ

_ თქვით, ხელისუფლება აბსოლუტურად უნიათოაო, მაგრამ მმართველ გუნდში მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც მართლმადიდებლობის დამცველის იმიჯი აქვთ. ასეთი ხალხი წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო

_ მორწმუნე და ეროვნულად მოაზროვნე, რეალურად, ძალიან ცოტაა. უმეტესობას, ვინც ასეთის შთაბეჭდილებას ტოვებს, ეს პოლიტიკური ქულებისთვის ჭირდება. ხელისუფლება არასახელმწიფოებრივად აზროვნებს. როგორ შეიძლება, დღეს საქართველოში საერთოდ იდგეს მეჩეთების აშენების საკითხი? ან რა სასამართლო დავაზე ლაპარაკობენ, იქამდე საქმე არც უნდა მივიდეს. ვერ ხედავთ, აგერ ადიგენში რა მოხდა _ პოლიციას მანქანები დაულეწეს სოფელ მოხეში. ვინმე დააკავეს? აბა, მართლმადიდებელი ყოფილიყო, ნახავდით, რას უზამდნენ

ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ დღევანდელ უმძიმეს ვითარებაში, როცა ქვეყანა დემოგრაფიული და იდეოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა, მეჩეთის აშენებაზე საუბარიც არ უნდა იყოს. ვინც ამას ითხოვს და მხარს უჭერს, ფულზე გაყიდული მტერია. თუმცა რას აკეთებენ ბათუმელები, როცა ხედავენ, რომ ვიღაცები მეჩეთს ითხოვენ, ვერ გამიგია. მე თუ მკითხავთ, იქ ყველა მსგავსი რაღაცის დროს ათი იმდენი მართლმადიდებელი უნდა დადგეს და მოითხოვოს ამ ადამიანების გარეკვა თურქეთში. ისინი არ არიან ქართველები, მათ გვარები აქვთ მხოლოდ ქართული. რეალურად კი იმართებიან თურქული ფულით და მოქმედებენ თურქული ცნობიერებით

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here