Home რუბრიკები ბლოგი მამაკაცისთვის, სულ მცირე კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად თრობა სასიცოცხლოდ აუცილებელია

მამაკაცისთვის, სულ მცირე კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად თრობა სასიცოცხლოდ აუცილებელია

11940

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და ევოლუციური ნეიროქირურგიის კვლევების ჯგუფის ხელმძღვანელი, რობინ დანბარი, აცხადებს, რომ მამაკაცთათვის, სულ მცირე კვირაში ორჯერ ოთხ მამაკაც მეგობართან ერთად დათრობა, სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დანბარის კვლევის მიხედვით, სწორედ ეს რაოდენობაა ოპტიმალური მამაკაცის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. კვლევის მიხედვით, ძლიერი მეგობრული კავშირის მქონე პირთა შორის კვირაში ორჯერ ალკოჰოლის ერთად მიღება აძლიერებს იმუნურ სისტემას, აქრობს სტრესს, გამოყოფს ენდორფინებსა და წარმოშობს კეთილშობილების მაღალ ხარისხს.

კვლევა ასევე ამტკიცებს, რომ მიუხედავად ხშირი ვირტუალური თუ საკომუნიკაციო კონტაქტებისა მეგობრებს შორის, მამაკაცის ჯანმრთელობისათვის სწორედ მეგობრებთან ერთად ფიზიკურად  გატარებული დრო არის მნიშვნელოვანი. მეტიც, კვლევის მიხედვით, დანბარი ამტკიცებს, რომ კვირაში ორჯერ მეგობრებთან ერთად დათრობა მამაკაცთათვის, სწორედ რომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ქართულ და რუსულ პრესაში გამოქვეყნებული მასალების  

მიხედვით, მოამზადა  კონსტანტინე ჩიკვილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here