Home ახალი ამბები მსოფლიო მაკრონმა გერმანია ევროზონის დისბალანსიდან სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა

მაკრონმა გერმანია ევროზონის დისბალანსიდან სარგებლის მიღებაში დაადანაშაულა

890
მაკრონი-მერკელი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ასეთი ბრალდება წაუყენა გერმანიას: “გერმანია მხოლოდ სარგებელს იღებს ევროზონის პრობლემებიდან. ეს არაჯანსაღი სიტუაციაა”, _ განაცხადა მან.

ქვეყნის ლიდერმა თქვა, რომ გერმანიის კონკურენტუნარიანობა სხვა ქვეყნების ეკონომიკების სისუსტეს უნდა უმადლოდეს. “გერმანიას მტკიცე ეკონომიკა აქვს, მაგრამ მას დემოგრაფიული პრობლემებიც გააჩნია”, დასძინა მან.

უფრო ადრე, შვეიცარიის ლოზანაში მოწყობილ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა პარიზის განცხადებას 2024 წლის ოლიმპიური თამაშების საფრანგეთის დედაქალაქში გამართვის შესახებ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here