Home ახალი ამბები მსოფლიო ლატვიელი ახალგაზრდების მეოთხედს ქვეყნის დატოვება სურს

ლატვიელი ახალგაზრდების მეოთხედს ქვეყნის დატოვება სურს

108

ლატვიელ ახალგაზრდებში საგანგაშო ტენდენცია შეიმჩნევა: ახალგაზრდების 24%- ქვეყნის დატოვება სურს, _ წერს delfi.lv.

ლატვიის უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის წამყვანი მკვლევარის თქმით, 2021 წლის ზაფხულში ევროპის 9 ქვეყანაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის შედეგების მიხედვით გაირკვა, რომ ლატვიის ახალგაზრდების დიდ ნაწილს ქვეყნის დატოვება სურს. გამოკითხვაში მონაწილეობდა 4000 ადამიანი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან.

აშშ, გერმანია და ესპანეთი _ ეს არის სამი ყველაზე პოპულარული ქვეყანა, რომლებშიც სურთ ცხოვრება ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ახალგაზრდა მოქალაქეებს.

ლატვიელი ახალგაზრდების 24%-ს ქვეყნის დატოვება სურს. მათი უმეტესობა დიდ ბრიტანეთში ემიგრაციას ამჯობინებს. 2020 წელს ლატვია 12 ათასმა მოქალაქემ დატოვა.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here