Home ახალი ამბები საქართველო კომბოსტო – 213,8%; გაზი – 78,6%, დენი 73,8% – 10 პროდუქტი, რაზეც...

კომბოსტო – 213,8%; გაზი – 78,6%, დენი 73,8% – 10 პროდუქტი, რაზეც ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა

98

2022 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 13.9 პროცენტი შეადგინა – ამის შესახებ, ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული დეპარტამენტი აქვეყნებს.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2022 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 5.6 პროცენტით განისაზღვრა.

აღსანიშნავია, რომ იანვარში წლიურად ყველაზე მეტად გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს, კომბოსტო, რომლის ფასიც 213,8%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, ,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ ტოპ-10 პროდუქტს, რომელზე ფასიც იანვარში ყველაზე მეტად გაიზარდა:

  • კომბოსტო – 213,8%-ით;
  • ბუნებრივი გაზის გადასახდელი – 78,3%-ით;
  • ელექტროენერგიის გადასახდელი – 73,8%-ით;
  • ნაგვის გატანის გადასახდელი – 58,1%-ით;
  • წყლის გადასახდელი – 57,7%-ით;
  • ქლიავი – 55,8%-ით;
  • ლურსმანი – 53,3%-ით;
  • თერმომეტრი – 43,1%-ით;
  • გაზი გათხევადებული – 39%-ით;
  • ბენზინი – 37,1%-ით.
https://www.bpn.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here