Home ახალი ამბები საქართველო კიევს, რადგან ამერიკელების წაქეზებით რუსეთთან ომი გააჩაღა, საქართველოს მიმართ ყველაფერი ეპატიება?

კიევს, რადგან ამერიკელების წაქეზებით რუსეთთან ომი გააჩაღა, საქართველოს მიმართ ყველაფერი ეპატიება?

157

უკვე თვენახევარია რუსეთი უკრაინაში სპეცოპერაციას აწარმოებს და ზუსტად ამდენი ხანია, საქართველომოძმეუკრაინის წინაშე დამნაშავე ბავშვივით თავის მართლების პოზაში, თუ ჭიდაობის ტერმინით ვიტყვით, .. ჩოქბჯენში იდგა. იდგა, ანუ წარსულ დროს ვგულისხმობ, როდესაც ოფიციალური კიევის მაღალი თანამდებობების პირები ათასგვარ შეურაცხმყოფელ, აბსურდულ და პროვოკაციულ განცხადებებს აკეთებდნენ. მათი მიზანიმოძმეუკრაინელების დასახმარებლად საქართველოს ამ სულელურ ომში როგორმე ჩათრევა იყო სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით ბრძოლის დაწყებით, მოკლედ, საქართველოში რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის გზით

ეს კინო საქართველომ 2008 წელს უკვე ნახა, როდესაც რუსეთის “ჟანგიანმა” ტანკებმა 3 დღეში ლამის სრულიად საქართველოს ოკუპაცია მოახერხეს და თბილისშიც ადვილად “შემოგრხინდებოდნენ”, რომ არა საფრანგეთის იმჟამინდელი პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის, ძალისხმევა. რუსეთის “ჟანგიანი ტანკების” არმადამ გორში შესვლა იკმარა, სადაც სტალინის ძეგლის აფეთქებაზე (სააკაშვილის მთავრობამ თანხა შესთავაზა რუს პოლკოვნიკს) მტკიცე უარი განაცხადა და დიდი რუსეთის იმპერიის აღმშენებლისა და ფაშიზმის დამმარხველის მონუმენტური ძეგლის ფონზე სამახსოვრო ფოტოებიც კი გადაიღეს რუსმა ჯარისკაცებმა. შემდეგ ცხინვალამდე უკან დაიხიეს, სადაც იმხელა სამხედრო ბაზა ააშენეს, რომ შიშის ზარს სცემს ამიერკავკასიას… ალბათ, იმ “კინოს” ბრალი იყო, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ ომამდე განაცხადა: ჩემი უფროსი ევროკავშირი კი არა, ქართველი ხალხია და, პირველ რიგში, საქართველოს ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედებ”. მოდი, ნუ დავუკარგავთ გამბედაობას საქართველოს პრემიერს, ამის თქმა ლიბერასტული კოლექტიური დასავლეთის წნეხში მყოფ საქართველოში, ჩემი აზრით, იოლი საქმე არ არის.

რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, რომელიც იმაში მდგომარეობს, რომ უკრაინასაც და საქართველოსაც ერთი ბატონი ჰყავთ _ ოკეანისგაღმელი ძია სემი, ასეთ რეალობაში არც რუსეთისთვის დაწესებული სანქციების მიერთებაზე უარის თქმა არ არის იოლი. მით უმეტეს, როცა ამ უარს შინაც ბევრი ოპონენტი ჰყავს ოპოზიციადწოდებული ნაცების მე-5 კოლონის სახით. ცხონებულ დიდ ქართველ პოეტსა და არანაკლებ დიდ მამულიშვილს, რეზო ამაშუკელს, ირაკლი ღარიბაშვილზე აქვს ნათქვამი: “როგორი ქართული მიხვრა-მოხვრით ეახლება ხოლმე კათოლიკოს-პატრიარქს და როგორი გულწრფელობით ეამბორება მისი ანაფორის კალთას, ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირისგან განსხვავებით, რომლებსაც სახეზე აწერიათ სურვილი წირვა-ლოცვის, რაც შეიძლება, მალე დასრულებისა, რომელზე დასწრებაც, თანამდებობიდან გამომდინარე, დაუწერელი პროტოკოლით ევალებათ”… ეს ისე, მცირე ლირიკული გადახვევა. თორემ მიხვრა-მოხვრა კი არა, მთავარი ის არის, რომ მე-5 კოლონამ და ჩვენი ქვეყნის გარედან მოქმედმა მტრებმა ჯერჯერობით ვერ შეძლეს საქართველოს ჩათრევა ამ უაზრო ომში. ჯერჯერობით, რადგან ჯერ კიდევ ალესილი აქვთ მსოფლიო ლიბერასტებს კბილები. ათას მეერთედ ვიტყვი: უკრაინაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირება არის ცივილიზაციათა, კულტურათა შორის ომი; უფრო სწორად კულტურასა და უკულტურობას, ზნეობასა და უზნებას, ღმერთსა და სატანას შორის, საბოლოო ჯამში, კაცებსა და ლგბტ პირთა შორის გლობალური ომი, რომელში ჩარევაც იმაზე მეტად, რა დოზითაც ვერევით, საქართველოს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგება.

ბრძენს უთქვამს _ ყველა კაცმა საკუთარი უბედურების მიზეზი, უწინარესად, საკუთარ თავში უნდა ეძებოსო. და, რადგან ქვეყნებიც ადამიანთა კრებულია, ამ პრინციპით უნდა იმოქმედონ. ჯერ ჩვენი ვთქვათ _ ვინ დაიწყო 2008 წლის აგვისტოში ომი რუსეთსა და საქართველოს შორის? ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ იმაში კი არ არის საძებნი, ვინ გაისროლა პირველმა, არამედ იმაში, რაც ამ გასროლას უძღოდა წინ. ალბათ, ბევრს ახსოვს, რომ სააკაშვილი გაპრეზიდენტების შემდეგ, პირველ რიგში, ვაშინგტონს კი არა, მოსკოვს ეწვია, სადაც, თვითმხილველების თქმით, პუტინთან გულითადი საუბარი ჰქონდა და პრეზიდენტები თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. მით უმეტეს, რომ “ვარდების რევოლუცით” ჯერ შევარდნაძისა და შემდეგ ასლან აბაშიძის “სახლში გაშვებაში” რუსეთმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. სწორედ ამისთვის იყო ჩამოსული რუსეთის საგარეო საქმეთა იმჟამინდელი მინისტრი იგორ ივანოვი საქართველოში. სააკაშვილის შემდეგი ვიზიტი იყო აშშ-ში, სადაც ტვინი გადაუბრუნეს და მან პუტინთან დადებული ყველა პირობა დაარღვია. იქამდეც კი, რომ ასლან აბაშიძისა და მისი შვილს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა _ შედეგად, ბატონმა ასლანმა გარდაცვლილი მეუღლე ბათუმში კი გადმოასვენა, მაგრამ დაპატიმრების შიშით თვითონ ვერ დაესწრო მეუღლის დაკრძალვას, ხოლო მოგვინებით ბათუმში ჩამოსული მისი შვილი სააკაშვილმა დედის საფლავზე დააპატიმრებინა… ამ ყველაფერს ვლადიმერ პუტინმა არაკაცური საქციელი უწოდა, მაგრამ ომამდე ჯერ კიდევ შორს იყო _ მისი კონტურები 2005 წელს აშშის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის თბილისში ვიზიტისას გამოჩნდა, როდესაც მან შიზოიდ მიშას დემოკრატიის შუქურა უწოდა. როდესაც ჯორჯ ბუში მეიდანზე ბაღდადურს ცეკვავდა, ცოტამ თუ შეამჩნია, რომ იმ მომენტში ვლადიმერ პუტინი თბილისთან ახლოს, გიუმრის სამხედრო ბაზაზე რუსეთის მთავარსარდლის პატივსაცემად გამართულ სამხედრო აღლუმს იბარებდა, რაც დიპლომატიურ ენაზე ჯორჯ ბუშის მისამართით ნიშნავდა _ ათამაშე გავა თბილისში, მოვა დრო და მთელი ამიერკავკასია ისევ მისი კანონიერი პატრონის გავლენის სფეროში მოექცევაო. ჰოდა, ამ დროების რაც შეიძლება სწრაფად დასაბრუნებლად მზადება რუსეთმა 2007 წელს მიუნხენში ვლადიმერ პუტინის ისტორიული გამოსვლით დაიწყო; გამოსვლით, რომელმაც ე.წ. კოლექტიური დასავლეთისა და აშშ-ის სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, მაგრამ არა დასავლთის ვარსკვლავბიჭუნა მიშიკო სააკაშვილისა და მოხდა 2008 წლის აგვისტოს სამარცხვინო ომი, რომლის შედეგად დე ფაქტო ისედაც დაკარგული სოხუმისა და ცხინვალის რეგიონები დე იურე დავკარგეთ, პლუს “ზემო აფხაზეთად” მოღალატურად მონათლული კოდორის ხეობა და ახალგორიც.

ახლა გამომიხტება მავანი ურაპატრიოტი, _ შე მოღალატევ, როგორ თუ სამუდამოდო,_ დამამუნათებს. _ კი, ბატონო, სამუდამოდ თუ არ დავკარგეთ, მაშინ დავიბრუნებთ დაკარგულს, როცა უკრაინა დაიბრუნებს ყირიმს… ვინაიდან რუსეთი თავისთავად მეტად ღონიერი და ძლიერია და ამიტომ არ სჭირდება, რომელიმე პატარა ხალხის თანაგრძნობაში ეძიოს თავისთვის საყრდენი; ვიმეორებ, ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს სიყვარული დაკავშირებულია ჩვენი ყოფნაარ ყოფნის საკითხთან”. ეს არის ამონარიდი წერილიდან, რომელიც 1898 წელს მისწერა დიდმა ილიამ სასულიერო სემინარიის რექტორ სერაფიმე ჩუდეცკის, რომელსაც, “კოკავ შენ გეუბნები, ლიტრავ, შენ გაიგონე” პრინციპიდან გამომდინარე, ჭკუის სასწავლებლად ვთავაზობ ჩვენს უკრაინელ “მეგობრებს”. თუმცა, მგონი, დავაგვიანე, რადგან ნახევარი უკრაინა ნანგრევებად არის ქცეული. როგორც დღევანდელი მოცემულობიდან ჩანს, საქართველოს უგვირგვინო მეფის საუკუნეზე მეტი ხნის წინათ ნათქვამი მთლად სწორი არ არის, რადგან დღეს რუსეთს არა მხოლოდ პატარა ხალხების თანადგომა და საყრდენი არ სჭირდება, არამედ ისე ძლიერია, რომ მის წინაშე კოლექტიური დასავლეთიც კი უძლურია, რომელიც უკიდურესი შეშფოთებითა და განუსაზღვრელი რაოდენობის იარაღით ამარაგებს კიევს, რაც დათვური სამსახურია, რადგან, რაც უფრო მეტ იარაღს მიაწვდის დასავლეთი კიევს, მით მეტ ხანს გასტანს ომი და მეტი მსხვერპლი იქნება. სხვათა შორის, ამ დღეებში რუსეთისთვის 2 სასიამოვნო ფაქტი მოხდა. შუაგულ ევროპაში, უნგრეთში, საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა კი არა, გაანადგურა ლიბერასტი ოპონენტები პრემიერ ვიქტორ ორბანის პარტია “ფიდესმა”. მადიარები (უნგრელები) უარს ამბობენ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციებზე მიერთებასა და ლგბტ თემის გაჯეჯილებაზე. გასულ კვირას გამართულ საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ტურში გავიდნენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და რუსეთისადმი კეთილგანწყობილი მარინ ლე პენი, რომელიც, სულ რაღაც, 3%-თ ჩამორჩა მოქმედ პრეზიდენტს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლე პენის მეორე ტურში გამარჯვება რეალურია. ასეთ მოსალოდნელ შედეგს ევროპის კატასტროფა უწოდა დასავლეთის ლიბერასტულმა მედიამ!

დავით მხეიძე

P.S. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინელმა კოლეგამ ბუჩაში მიიპატიჟა. ეს, პირველ რიგში, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, რადგან მსგავსი დაპატიჟება საქმის გასარჩევად დაბარებაა; ზუსტად ისე, .. კანონიერი ქურდი ჰარიფს რომ დაიბარებს! ბოლოს და ბოლოს, რაიმე ვალი გვაქვს უკრაინელების თუ ამერიკელთა წაქეზებითა და საკუთარი უჭკუობით ომი რომ დაუწყეს რუსებს, ყველაფერი ეპატიებათ?! თუმცა მეტის ღირსნი ვართ და ახია ჩვენზე! საქართველოს მოსახლეობა შიმშილობს, ნაგვის ბუნკერებში იქექება და ამ ვითარებაში უმადურ უკრაინელებს ტონობით სურსათს რომ უგზავნის ჩვენი ხელისუფლება, შუბლის ძარღვი აქვთ გაწყვეტილი და ძარღვებში სისხლის მაგივრად შარდი უჩქეფს?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here