Home ახალი ამბები „თბილისში მიმდინარე მშენებლობები 1930-იან წლებამდელ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს“

„თბილისში მიმდინარე მშენებლობები 1930-იან წლებამდელ სტანდარტებსაც არ აკმაყოფილებს“

1580

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ევროპული პოლიტიკის საკითხების სპეციალისტი ლევან ბოძაშვილი მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარს, რა დროსაც 14 ადამიანი დაშავდა, სოციალური ქსელის გვერდზე ეხმაურება.
”ახლახანს მქონდა საუბარი ერთ ამერიკელ ინჟინერთან, რომელიც წლებია საქართველოში სხვადასხვა სამშენებლო პროექტებზე მუშაობს.
მისი აზრით, მეტროში მომხდარი რამდენიმე მიზეზის ბრალია:
1. ქალაქის მიერ ძალიან დაბალი სტანდარტით შესრულებული სამუშაოს ჩაბარებით;
2. იმით, რომ მეტროს სადგურის კარის მუდმივი გაღება/დახურვის დროს ვაგონების მოძრაობა ქმნის წნევასა და ვაკუუმს და მოქმედებს კედლებზე (მისი აზრია) და მეტროს ადმინისტრაცია უარს აცხადებდა ამ საკითხის სხვაგვარად გადაჭრაზე. “თჰე პრობლემ ცომეს ფრომ თბილისი თრანსპორტ რეფუსინგ ტო უნლოცკ ტჰე ოტჰერ დოორს ტო ელიმინატე ტჰე ვაცუუმ ანდ პრესსურე ცაუსედ ბყ ტჰე ტრაინს გოინგ ტჰროუგჰ ტჰე ტუნნელს”.

3. წლებია უკვე აქ მიმდინარე მშენებლობები არ აკმაყოფილებს 1930-იან წლებამდელ სტანდარტებსაც კი და რომ მას ბევრად უკეთესი შენობები აქვს დანგრეული უსაფრთხოების გამო ვიდრე აქ ახლები შენდება.
მისი აზრით მხოლოდ კომპანიის დადანაშაულება არაფერს შეცვლის თუ არ მოხდა ადმინისტრირების გაუმჯობესება და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან ჩაბარების სტანდარტის დაცვა. თავად სტანდარტებიც არ შეესაბამება დღევანდელ მოთხოვნებსო.
მისი თქმით, ის წლებია აკრიტიკებს სამშენებლო სექტორს საქართველოში და ამის გამო სააკაშვილის ზეწოლით კრიტიკისგან თავშეკავებაც მოუწია. ამჟამად აქ აღარ საქმიანობს”, – აღნიშნავს ლევან ბოძაშვილი.
მეტროსადგურ „ვარკეთილში“ სარეაბილიტაციო სამუშაოები 5 თვის წინ დასრულდა და ის შპს „ყვარელრემმშენმა“ 347 852 ლარად განახორციელა.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში შპს „ყვარელრემმშენმა“ გაიმარჯვა. სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 396 600 ლარი, კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა კი 347 852 ლარი იყო.

სამუშაოების ფარგლებში მეტრო “ვარკეთილში“ განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, მოეწყო მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა.

მეტროსადგურ ”ვარკეთილში” მომხდარი შემთხვევის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

დაშავებული მეტროსადგურიდან საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

მეტროსადგურ ვარკეთილში „შეკიდული ჭერი“ ჩამოიშალა.

მეტროსადგური „ვარკეთილი“ დღეს მგზავრებს ვერ მოემსახურება, მატარებლები მეტროსადგურ „სამგორამდე“ იმოძრავებენ.

თბილისის მერია, მეტროსადგურ “ახმეტელის თეატრის” შემოწმებასაც იწყებს, რომელშიც სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანია შპს „ყვარელრემმშენმა“ ჩაატარა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here