Home ახალი ამბები საქართველო „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზებით „ღირსების მარში“ გაიმართება

45

თბილისი პრაიდისორგანიზებითღირსების მარში“ – #სოლიდარობისთვის გაიმართება. დღევანდელი ღონისძიება პრაიდის კვირეულის ფარგლებში დასკვნითი იქნება. “ღირსების მარში” 18.00 საათზე, მეტროსადგურრუსთაველიდანდაიწყება და დედაენის ბაღთან დასრულდება.

ღონისძიებასთან დაკავშირებით ორგანიზატორები განცხადებას ავრცელებენ.

„ჩვენი საზოგადოება და სახელმწიფო რთული გამოწვევების წინაშე დგას. უკვე არსებულ ღრმა კრიზისებს, 2020 წელს კოვიდ პანდემიაც დაემატა, რამაც კიდევ უფრო გაამწვავა ისედაც რთული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა.

დღეს ბევრი ჩვენგანი გადარჩენისთვის იბრძვის. გაიზარდა უმუშევრობა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი ცხოვრობს სიღარიბეში. სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია და გამქრალია სამართლიანობის შეგრძნება. ადამიანები საქართველოში მომავალს ვეღარ ხედავენ და შედეგად, სულ უფრო მეტი მოქალაქე ტოვებს ქვეყანას, ჩვენი საზოგადოება კი კარგავს უმნიშვნელოვანეს რესურსს – ადამიანებს.

ეს კრიზისული ვითარება ჩვენთვის, ქვიარებისთვის ისევე მტკივნეული და მძიმეა, როგორც ყველასთვის. თუმცა ჩვენს მდგომარეობას ამძიმებს სხვა გამოწვევებიც. ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ქვიარ ადამიანები ყოველდღიურად განვიცდით ჩაგვრას და დისკრიმინაციას. სიძულვილის ჯგუფები მუდმივად ცდილობენ საზოგადოებაში ჩვენ მიმართ მტრული დამოკიდებულების გაღვივებას. ეს ჯგუფები ჰომოფობიის ინსტრუმენტალიზაციით ცდილობენ შუღლი დათესონ და დაყონ საზოგადოება თუ სოციალური მოძრაობები, მოახდინონ სხვადასხვა სამართლიანი მოთხოვნის დისკრედიტაცია. სახელმწიფო ხშირად დაუსჯელად ტოვებს ძალადობრივი ჯგუფებისა და მათი ლიდერების დანაშაულებრივ ქმედებებს, რითიც ერთი მხრივ, ახდენს ქვიარ ადამიანების მიმართ ძალადობის ნორმალიზებას, მეორე მხრივ კი, ხელს უშლის განვითარებას და სამართლიანობაზე ორიენტირებულ სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცვლილებებს.

ჩვენ, ქვიარ ადამიანებს გვჭირდება, ხმამაღლა ვისაუბროთ ჩვენს პრობლემებზე. გვჭირდება, რომ ჩვენი ოჯახის წევრებს, მეგობრებს, კოლეგებს, თანამოქალაქეებს და სახელმწიფოს გავაგონოთ ჩვენი ხმა!

ჩვენ, ქვიარ ადამიანების დედები ვამაყობთ ჩვენი შვილებით და ვერთიანდებით მათ მხარდასაჭერად. გვარდარდებს ჩვენი შვილების მომავალი და გული შეგვტკივა იმ უსამართლო გარემოზე, რომელშიც მათ უწევთ ცხოვრება. ჩვენ გვსურს, რომ ჩვენი ხმაც გავაგონოთ საზოგადოებას და სახელმწიფოს!

ამავდროულად, ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქეები, ვიაზრებთ, თუ როგორ გვაზიანებს მთელს საზოგადოებას ერთმანეთის მიმართ უნდობლობა, პოლარიზაცია და სიძულვილი. ჩვენი გახლეჩვა და დაპირისპირება მხოლოდ იმ უსამართლო სისტემას კვებავს, რომელშიც ვცხოვრობთ. არსებული სისტემით მხოლოდ ადამიანთა მცირე ჯგუფები სარგებლობენ, უმრავლესობა ჩვენგანი კი ვკარგავთ თავისუფლებას, ვსუსტდებით როგორც საზოგადოება და ვცხოვრობთ ისეთ პირობებში, სადაც მუდმივად გადარჩენისთვის გვიწევს ბრძოლა.

მოქალაქეებმა და სოციალურმა მოძრაობებმა არაერთხელ შევძელით მობილიზება, სოლიდარობა და ურთიერთმხარდაჭერა, განსაკუთრებით პანდემიით გამოწვეული კრიზისის პირობებში. ჩვენ ვხედავთ ერთმანეთის საჭიროებებს და ვზრუნავთ, რომ ერთად გავუმკლავდეთ არსებულ გამოწვევებს. ახლა დროა, მთელი საზოგადოება გავერთიანდეთ და ერთად შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც ყველა ადამიანი თანასწორია და ყველას აქვს ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობისა.

ჩვენ გვჯერა, რომ გამოსავალი სოლიდარობაშია! ამიტომ, ქვიარ თემის წევრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები ხმამაღლა და ამაყად ვაცხადებთ, რომ ჩვენ გამოვდივართ სოლიდარობისთვის!

ჩვენ ერთად მოვითხოვთ სახელმწიფოსგან:

უზრუნველყოს ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის წარმოება;

შეასრულოს პოზიტიური ვალდებულება თანასწორი გარემოს შესაქმნელად, ჰომოფობიის, სტიგმისა და დისკრიმინაციის დასაძლევად;

უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების ჯეროვანი გამოძიება და დაიცვას სამართლიანობის პრინციპი;

დაიცვას თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება და გამოხატვის თავისუფლება, მიუხედავად სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობისა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here