მთავარი მსოფლიო “ეს სირცხვილია!” _ ტრამპმა ამერიკული ავტომატებით შეიარაღებული თალიბების აღლუმი შეაფასა

“ეს სირცხვილია!” _ ტრამპმა ამერიკული ავტომატებით შეიარაღებული თალიბების აღლუმი შეაფასა

147
გააზიარეთ

ხელისუფლების სათავეში ჯო ბაიდენის მოსვლის შემდეგ აშშის ჯარები ავღანეთში ტოვებენ მილიარდობით დოლარის იარაღსა და აღჭურვილობას, რომლებიც რადიკალური მოძრაობათალიბანისხელში ხვდება”, _ განაცხადა აშშის 45- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დალასში (ტეხასის შტატი) კონსერვატიული წრეებისთვის გამართულ კონფერენციაზე.

“ის (ბაიდენი) მილიარდობით დოლარის აღჭურვილობას ტოვებს. მე ველაპარაკე გენერლებს, რომ მინდა დავიბრუნოთ თითოეული ლურსმანი, ყველა ტანკი. ამის ნაცვლად, ახლა “თალიბანი” აღლუმებს ატარებს ჩვენი იარაღით, რომლებიც მათ ბაიდენმა დაუტოვა. ეს სირცხვილია”, _ აღნიშნა ტრამპმა.

ივლისის დასაწყისში პენტაგონმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ნატოს კონტინგენტებმა დატოვეს ბაზა “ბაგრამი”. ზოგიერთი ამერიკული მედიასაშუალება წერდა, რომ ამის შესახებ ავღანეთის ხელისუფლება არ გაუფრთხილებიათ. ეს დაადასტურა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე. სამთავრობო ძალებსა და თალიბებს შორის შეტაკებები განახლდა 14 აპრილს ბაიდენის განცხადების შემდეგ, რომ აშშ-მა დაასრულა სამხედრო ოპერაცია ავღანეთში.

vesti.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here