Home ახალი ამბები მსოფლიო ერდოღანმა აშშ-ისა და კიდევ 9 ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ერდოღანმა აშშ-ისა და კიდევ 9 ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

72

10-მა ქვეყანამ თურქეთს მოუწოდა, ციხიდან გაათავისუფლოს ოსმან კავალა, 2017 წელს დაპატიმრებული უფლებადამცველი. ადამიანის უფლებების ევროპის სასამართლომ თურქეთს კავალის გათავისუფლება მოსთხოვა.

18 ოქტომბერს უფლებადამცველის გათავისუფლების შესახებ მიმართვა გამოაქვეყნეს აშშ-ის, კანადის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, დანიისა და შვედეთის საელჩოებმა. მოგვიანებით მათ შეუერთდნენ ნიდერლანდების, ახალი ზელანდიისა და ნორვეგიის დიპლომატიური მისიები. ამის შემდეგ ამ ქვეყნების ელჩები გამოიძახეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და ისინი თურქეთის საშინაო საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს. ამას გარდა, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო საქმეთა მინისტრს ზემოაღნიშნული ქვეყნების ელჩების პერსონა ნონ გრატად გამოცხადება დაავალა.

ოსმან კავალა 2017 წელს დაადანაშაულეს მასობრივი პროტესტების ორგანიზებასა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში. 2019 წელს ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ კავალას ბრალის დამამტკიცებელი სამხილები არ არსებობს. მიუხედავად ამისა, უფლებადამცველი კვლავ საპყრობილეშია.

topnews.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here