Home ახალი ამბები მსოფლიო დონალდ ტრამპი: აშშ-ს ბოლო მალე მოეღება!

დონალდ ტრამპი: აშშ-ს ბოლო მალე მოეღება!

128

აშშის ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტელეარხ Newsmaxის ეთერში განაცხადა, რომ, თუ აშშში ყველაფერი ასე გაგრძელდება, უახლოეს 3 წელიწადში ქვეყანას ბოლო მოეღება.

დონალდ ტრამპის განცხადებით, პრეზიდენტის სავარძელში ჯო ბაიდენის ჩაჯდომის შემდეგ “ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო დაღმართზე დაშვება ისე, როგორც არასდროს”.

“როცა ჩვენ წავალთ არჩევნებზე, რომელიც 2022 და 2024 წლებში უნდა გაიმართოს, ქვეყანა შეიძლება აღარ გვქონდეს”, _ დასძინა ექსპრეზიდენტმა.

ტრამპი რეგულარულად აკრიტიკებს აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციას, განსაკუთრებით თავის ყოფილ კონკურენტს პრეზიდენტის პოსტზე _ ჯო ბაიდენს.

მაგალითად, ექსპრეზიდენტმა თეთრი სახლის ამჟამინდელი მეთაური კაპიტულაციასა და ქვეყნის დამცირებაში დაადანაშაულა ავღანეთიდან ჯარების ნაჩქარევად გაყვანის გამო. ამას გარდა, ტრამპმა განაცხადა, _ რინგზე რომ შეხვედროდა, ბაიდენს პირველივე წამებში ნოკაუტში ჩააგდებდა.

rusvesna.suზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here