Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებს

დასავლეთი რუსეთთან უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებს

დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ უკრაინამ ბრძოლა განაგრძოს და ოდესმე შეძლოს გამარჯვება, მაგრამ ამ პირობებში კიევი გამარჯვებას ვერ მიაღწევს

256

რუსეთი განაგრძობს უკრაინის დენაციფიკაციის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას და აშშ ევროკავშირთან ერთად კვლავ მხარს უჭერს კიევს, მაგრამ არა იმიტომ, რომ ომი შეწყდეს და ზავი დაიდოს, არამედ პირიქით _ დასავლეთის ქვეყნები მზად არიან, მხარი დაუჭირონ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გუნდს მანამ, სანამ ის უკანასკნელ უკრაინელამდე იბრძოლებს რუსეთის წინააღმდეგ _ და ეს ყოველთვის იყო დასავლეთის მიდგომის არსი კიევის მიმართ”, _ წერს დაგ ბენდოუ გამოცემა American Conservativeში.

დასავლეთში უკრაინა ცხელ თემად იქცა: ადამიანები, რომლებიც საერთაშორისო საკითხებს, პრაქტიკულად, ყურადღებას არ აქცევდნენ, ახლა უპირობო მხარდაჭერას გამოხატავენ ამ ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ. ეგზალტირებული ადამიანები, ისევე, როგორც ჩინეთში კულტურული რევოლუციის პერიოდში, მოითხოვენ, რომ რუსმა სპორტსმენებმა, მომღერლებმა, დირიჟორებმა და სხვა საჯარო პირებმა გააკეთონ განცხადებები, რომლებშიც საკუთარ თავს დაიმცირებენ და დაგმობენ ვლადიმერ პუტინს.

აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, უზარმაზარი არსენალი მიაწოდონ კიევს, აგრეთვე, უმკაცრესი სანქციები დაუწესეს მოსკოვს. ეს ყველაფერი ემსახურება ერთადერთ მიზანს: უკრაინამ განაგრძოს ბრძოლა. ვაშინგტონსა და ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში განაცხადეს, რომ არ აპირებენ ამ კონფლიქტში ჩართვას, უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას _ კი, მასთან ერთად ბრძოლას _ არა.

განსაცვიფრებელია ის, რომ ოფიციალური კიევის პარტნიორებს არ სურთ სამშვიდობო პროცესის დაწყება, არადა, ეს სჭირდება ყველაზე მეტად უკრაინის მოსახლეობას. მიმომხილველ ტედ სნაიდერის თქმით, “ყველაზე საზიზღარი ნაბიჯი, თუ არ ჩავთვლით ომის დაწყებას, არის ამ კონფლიქტის გაჭიანურება”. ამის მიუხედავად, ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ “აშშ ბლოკავს უკრაინაში კრიზისის მოგვარებას დიპლომატიური გზით”.

რა თქმა უნდა, უკრაინისთვის საუკეთესო შედეგი იქნება რუსეთის ჯარზე სრული გამარჯვება, მაგრამ ეს შეუძლებელია. “მოსკოვი აკონტროლბს ტერიტორიის დიდ ნაწილს უკრაინის აღმოსავლეთში და განზრახული აქვს, მეტ წარმატებას მიაღწიოს. უფრო მეტიც _ რუსეთს უპირატესობა აქვს შეიარაღების მხრივ, რომელიც მას ჯერჯერობით სრულად არ გამოუყენებია და, რაც უფრო გაჭიანურდება საბრძოლო მოქმედებები, _ აღნიშნავს ბენდოუ, _ მით მეტი ზარალი მიადგება ქვეყანას”.

როგორ, რა გარემოებებში უნდა შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები, “უკრაინელების” გადასაწყვეტია. ამის მიუხედავად, აშშ-მა და ევროკავშირის წევრებმა იმ ზომით უნდა დაუჭირონ მხარი სამშვიდობო პროცესს, რომლითაც მხარს უჭერენ კიევისთვის იარაღის მიწოდებას. აშშ-ის მოკავშირეები დიდი ხნის განმავლობაში თვლიდნენ, რომ უკრაინაში უფრო მნიშვნელოვანი დასავლეთის დომინირებაა და არა მშვიდობა რუსეთთან. ასე მიიჩნევდნენ მაშინაც კი, როცა 2014 წლის საომარი შეჯახების შემდეგ დაზავების შესაძლებლობა გაჩნდა. სნაიდერის თქმით, ვაშინგტონმა მხარი არ დაუჭირა ზელენსკის უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზებით მოგვარებაში, შემდეგ კი ვერ შეძლო, აეძულებინა ის, მინსკის შეთანხმება შეესრულებინა.

დღეს ვაშინგტონის ოფიციალური პირები უკრაინის ხელისუფლებას უბიძგებენ, უარი თქვას კომპრომისებზე მშვიდობისთვის და უპირატესობას ანიჭებენ ღვთისმოსავ საუბრებს პრინციპებზე, რომელთა გამოც უკრაინელები უნდა დაიხოცონ. მაგალითად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა აღიარა, რომ კიევს აქვს სუვენერული უფლება, განსაზღვროს თავისი საგარეო პოლიტიკა, მაგრამ, როგორც ჩანს, დაარწმუნა ზელენსკი, უარი ეთქვა ნატოში შესვლის უფლებაზე. აგრეთვე, მნიშვნელოვანია, რომ დასავლეთში არავინ ლაპარაკობს, რა იქნება საჭირო სანქციების გასაუქმებლად. ზოგიერთი ანალიტიკოსის თქმით, აკრძალვები საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგაც შეიძლება შენარჩუნდეს. შესაძლოა, ეს კეთდება რუსეთში ხელისუფლების შესაცვლელად ან ამ ქვეყნისგანრეპარაციისმისაღებად, მათ შორის დასავლეთში გაყინული რუსული რეზერვების ხარჯზე.

ასეთი სტრატეგია შეიძლება მომხიბვლელად ჩანს თეორიაში, მაგრამ პრაქტიკაში მისი განხორციელება ძალიან საეჭვოა. არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვიფიქროთ, რომ რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ვითარება უკეთესობისკენ შეიცვლება, რეზერვების უკანონო გაყინვა კი გამოიწვევს იმას, რომ სხვა ქვეყნები დაიწყებენ თავიანთი რესურსების გატანას დასავლეთის კონტროლიდან.

ბენდოუს აზრით, ყველაზე ცუდია ის, რომ ასეთი მიდგომა მოსკოვს უბიძგებს, განაგრძოს სამხედრო ოპერაცია გამარჯვებამდე. უკრაინას, რა თქმა უნდა, სურს გამარჯვება, მაგრამ უნდა ახსოვდეს, რომ მისი დასავლელი პარტნიორები ამას ვერ უზრუნველყოფენ. პირიქით, დასავლეთი ყველაფერს გააკეთებს, რომ უკრაინამ ბრძოლა განაგრძოს და ოდესმე შეძლოს გამარჯვების მოპოვება, მაგრამ არსებულ პირობებში კიევი გამარჯვებას ვერასოდეს მიაღწევს.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისგან არ მოითხოვს, იმ შემთხვევაშიც იომოს, თუკი მშვიდობა შესაძლებელი იქნება, მაგრამ ამის თქმა ზოგიერთ ამერიკელ ანალიტიკოსსა და მიმომხილველზე არ შეიძლება. “უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს”, _ განაცხადა ჟურნალისტმა ენ ეპლბაუმმა, აშშ-ის შეიარაღებული ძალების გადამდგარ გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის თქმით კი, აშშის ადმინისტრაციამ და ნატომ უნდა ილაპარაკონ იმაზე, როგორ დაეხმარონ უკრაინას, გაიმარჯვოს, და არა იმაზე, როგორ აიცილოს თავიდან დამარცხება და გამარჯვების საშუალება არ მისცეს რუსეთს”.

ამ მხრივ, საჩვენებელში იყო გამოცემა The Economist-ის პასაჟი, რომ უკრაინის გამარჯვება “დასავლეთისთვის პრიზი იქნება”, და “მთელ მსოფლიოს მოუტანდა სარგებელს”. საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორმა და ჟურნალისტმა დევიდ როტკოპფმა კი დასვა კითხვა _ რატომ უნდა შევუწყოთ ხელი მშვიდობას?

არსებობს საფრთხე, რომ უკრაინის კრიზისი ყველასთვის სასარგებლო იქნება, უკრაინელი ხალხის გარდა.

უკრაინელ ხალხს სურს, დასრულდეს ეს კონფლიქტი და დასრულდეს სტაბილური რეგულირებისა და შეთანხმების ჩანჩოებში, რომლებიც მოაგვარებს ამჟამინდელი კრიზისის გამომწვევ ყველა პრობლემას, მათ შორის გაითვალისწინებს რუსეთის შეშფოთებას.

დასავლეთი კი უაზროდ და არაგონივრულად უგულებელყოფდა როგორც რუსეთის ინტერესებს, ისე მისგან გამომდინარე საფრთხეებს, რის გამოც ახლა უკრაინელი ხალხი ზარალდება. სისულელე იქნება, მშვიდობის დამყარებას ცდილობდე და განაგრძობდე ისეთი ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც დროთა განმავლობაში ახალი სამხედრო ოპერაციის საბაბი იქნება.

მოწინააღმდეგის ეკონომიურად დათრგუნვის მცდელობებმა და სადამსჯელო ზომების დაწესებამ კარგი ვერაფერი მოიტანა. ასეთივე იქნება აშშ-ისა და ევროკავშირის ამჟამინდელი სტრატეგიაც. ისინი რუსეთს გიგანტურ ჩრდილოეთ კორეად განიხილავენ, ოღონდ გაცილებით დიდი რაოდენობის ბირთვული იარაღითა და წვდომით აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიების დიდი ნაწილის მიმართ, მით უმეტეს, რომ საეჭვოა, აშშ-მა და ევროკავშირმა მომავალშიც ისე დაიცვან უკრაინა, როგორც დღეს იცავენ.

უკრაინელებმა რუსეთთან დაპირისპირებაში ფსონზე ყველაფერი უნდა დადონ? _ ამ კითხვაზე პასუხი მხოლოდ უკრაინელებმა უნდა გასცენ.

რუსეთის ხელისუფლებას, _ მიიჩნევს ბენდოუ _ ეკისრება პასუხისმგებლობა უკრაინის კრიზისზე, მაგრამ პასუხისმგებლობის ნაწილი აშშისა და ევროკავშირის მხრებზეცაა. ისინი, ქედმაღლობითა და თვითკმაყოფილებით სავსენი, მზად იყვნენ, არად ჩაეგდოთ მოსკოვის ინტერესები. აი ამის გამო იხდის დღეს მსოფლიო მაღალ ფასს.

დასავლეთმა აღარ უნდა დაუშვას მსგავსი შეცდომა, როცა ამჟამინდელი კრიზისი დასასრულს მიუახლოვდება. დაე, იფანტაზიოროს, როგორ აღმოჩნდება რუსეთის ხელისუფლება განსასჯელის სკამზე; დაე, აღფრთოვანებით ილაპარაკოს იმაზე, რისი გაკეთებაც სურს მშვიდობისთვის, თუ რუსეთში ავტოკრატიას დაამარცხებს; შემდეგ კი უკრაინასთან ერთად მიიღოს ზომები ამ კონფლიქტის დასასრულებლად და მტკიცე მშვიდობის დასამყარებლად, რომელსაც ითხოვენ უკრაინის, რუსეთისა და ევროპის ხალხები.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here