Home ახალი ამბები მსოფლიო დასავლეთი ომის შეწყვეტით კი არა, მისი გახანგრძლივებითაა დაინტერესებული

დასავლეთი ომის შეწყვეტით კი არა, მისი გახანგრძლივებითაა დაინტერესებული

281

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტის, ვაცლავ კლაუსის, ნათქვამი, რომ უკრაინაში დაპირისპირება მიმდინარეობს არა მოსკოვსა და კიევს, არამედ რუსეთსა და დასავლეთს შორის, ევროპიდან წამოსულ მცირე სიგნალთაგან ერთერთ რაციონალურ სიგნალად იქცა.

ვაცლავ კლაუსმა შესანიშნავად იცის, როგორ მუშაობს პროპაგანდისა და მანიპულაციის მანქანები და ეჭვი შეაქვს “უკრაინელებისადმი სიყვარულში”, რომელმაც მოულოდნელად მოიცვა დასავლური მასმედია.

ჩეხეთის პრეზიდენტი სვამს დიაგნოზს _ დასავლეთი დაინტერესებულია არა ომის შეწყვეტით, არამედ მისი, რაც შეიძლება, გახანგრძლივებით და მოქმედებს პრინციპით _ “რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ომი, მით მეტად დაზარალდება და დასუსტდება რუსეთი”.

ამასთანავე, დასავლეთი არა მხოლოდ ეხმარება კიევის რეჟიმს, არამედ სულ უფრო აქტიურად მონაწილეობს შეიარაღებულ კონფლიქტში.

news-front.infoზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით  მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here