Home ახალი ამბები მსოფლიო “დასავლეთის “ოცნება” რუსეთმა დაანგრია”

“დასავლეთის “ოცნება” რუსეთმა დაანგრია”

200

ფრიდრიხ ებერტის ფონდის ვენის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა რაინჰარდ კრუმმა გაზეთ Frankfurter Allgemeine Zaitungში გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ რუსეთმა შეძლო ევროპისოცნებისდანგრევა.

კრუმის აზრით, “დასავლეთის ქვეყნებს იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი შეეჯახებოდა პრობლემებს და ამის გამო უკან დაიხევდა, მაგრამ, როგორც პუბლიცისტი აღნიშნავს, “იმედი რეალობას ასცდა”.

“რუსეთის შინაგანმა განვითარებამ, აგრეთვე, მისი საგარეო პოლიტიკის განვითარებამ, რაც ემოციურ განცდებს იწვევს ევროკავშირსა და აშშ-ში, გააოგნა როგორც აღმოსავლეთი, ისე დასავლეთი”, _ აღნიშნავს კრუმი და დასძენს, რომ შექმნილმა ვითარებამ “აზროვნების დამბლა” გამოიწვია და “ახლა დასავლეთში არავინ იცის, რა უნდა მოიმოქმედონ სამომავლოდ”.

კრუმის დასკვნით, სახელმწიფოთა შორის ურთიერთქმედების საუკეთესო მეთოდი მოლაპარაკებებია, რადგან შეხვედრებზე შეიძლება იპოვონ ინტერესთა შეხების წერტილები და დადონ ისეთი გარიგებები, რომლებიც მისაღები იქნება ორივე ქვეყნისთვის.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით

მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here