Home ახალი ამბები გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

გურჯაანში 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა

978
გურჯაანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 4 წლის ბავშვს სატვირთო ავტომანქანა დაეჯახა. როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი კახეთიდან იუწყება, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ ბავშვი თავდაპირველად გურჯაანის ჯეო-ჰოსპიტალში იყო მოთავსებული, თუმცა მოგვიანებით თბილისში გადმოიყვანეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმე „სისხლის სამართლის კოდექსის“ 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც “ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“ გულისხმობს.

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here