მთავარი მსოფლიო გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი: ნატოში უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილება

გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი: ნატოში უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილება

106
გააზიარეთ
გერმანიის მთავრობის წარმომადგენელი: ნატოში უკრაინის შესვლის საკითხი არ განიხილება

ნატო ამჟამად არ განიხილავს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში უკრაინის გაწევრების საკითხს, _ განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ულრიკე დემერმა. “თქვენ იცით უკრაინასთან ჩვენი ურთიერთობის შესახებ, მისი მნიშვნელობა და ჩვენი ძალისხმევა უკრაინაში, მაგრამ ნატოში შესვლა, როგორც უკვე ვთქვით, არ დგას დღის წესრიგში”, _ აღნიშნა დემერმა ალიანსში უკრაინის ინტეგრაციის შესაძლებლობისა და ამის გამო მოსკოვის შეშფოთების საკითხის კომენტირებისას.

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ კი განაცხადა, რომ კიევს გრძელი გზის გავლა მოუწევს. “ნატოს წევრობისკენ გზა მოკლე არ არის. თითოეულმა პოტენციურმა წევრმა უნდა გაატაროს რეფორმების კომპლექსი არა მხოლოდ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში, არამედ სამართლის უზენაესობის, სახელმწიფო მმართველობისა და ეკონომიკური სტაბილურობის მიმართულებებითაც”, _ აღნიშნა მან კიევში გამართულ ფორუმზე.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტელეარხ “როსია 1”-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ნატოს გაფართოება რუსეთის საზღვრებისკენ უნდა ჩაითვალოს “წითელ ხაზად”, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რუსეთის შესაბამისი რეაქცია არ დააყოვნებს.

aftershock.newsზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here