Home ახალი ამბები მსოფლიო გერმანიამ უკრაინას მინსკის შეთანხმება შეახსენა

გერმანიამ უკრაინას მინსკის შეთანხმება შეახსენა

136

მინსკის შეთანხმების რეალიზაცია უკრაინის კრიზისიდან გამოსვლას მოაახლოებს. კიევმა არ უნდა მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც შეეწინააღმდეგება მინსკის შეთანხმებას, _ განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა.

“დიახ, კიევმა მინსკის შეთანხმების რეალიზაციისას უნდა შეასრულოს თავისი საშინაო დავალება”, _ განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა გაზეთ Suddeutsche Zeitung-ისთვის მიცემულ ინტერვიუში. პოლიტიკოსმა, აგრეთვე, განაცხადა, რომ სურს, ჩაატაროს მოსამზადებელი სამუშაოები თითოეულ წინადადებაზე, რომლებიც ასახულია მინსკის შეთანხმებაში.

“ეს რთული საქმეა. ჩვენ ვიბრძოლებთ თითოეული მილიმეტრისთვის, რომელიც მიგვაახლოებს უსაფრთხო ვითარებას. ეს უკეთესია, ვიდრე უძრავ მდგომარეობაში დარჩენა”, _ განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

მინსკის შეთანხმება გაფორმდა დონბასში კონფლიქტის მოსაგვარებლად. ამ შეთანხმების მიხედვით, გათვალისწინებულია ცეცხლის შეწყვეტა, შეიარაღების გატანა კონფლიქტის ზონიდან, ამნისტია, ეკონომიკური კავშირების აღდგენა, აგრეთვე, უკრაინაში ღრმა საკონსტიტუციო რეფორმების ჩატარება, რომელთა შედეგად მოხდება ხელისუფლების დეცენტრალიზაცია და დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებისთვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება.

vz.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here