მთავარი მსოფლიო “გაუნათლებლების, ავადმყოფებისა და უმუშევრების ქვეყანა”

“გაუნათლებლების, ავადმყოფებისა და უმუშევრების ქვეყანა”

158
გააზიარეთ

უკრაინა გაუნათლებლობისა და უმუშევრობის რეკორდებს ხსნის _ ამ ქვეყანაში მოსახლეობის 10 პროცენტი უმუშევარია, ხოლო მათი რაოდენობა, ვინც გამოსაშვებ კლასში მათემატიკის ტესტი ვერ ჩააბარა, საერთო რაოდენობის მესამედია”, _ განაცხადა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე ფონდუკრაინული პოლიტიკისხელმძღვანელმა კონსტანტინე მატვიენკომ.

“ჩვენთან უმუშევრობის ყველაზე მაღალი დონე 2013 წლიდან (ოფიციალური მონაცემებით) 10,5%-ია, ფარული უმუშევრობა კი _ გაცილებით მეტია. ცუდი მდგომარეობაა განათლების სფეროშიც _ მოსწავლეების მესამედმა ვერ ჩააბარა ტესტი მათემატიკაში. ასეთი კატასტროფული მდგომარეობა ჩვენთან არასდროს ყოფილა. ანალოგიური ვითარებაა ჯანდაცვაშიც _ კრიტიკას ვერ უძლებს სამედიცინო მომსახურების ხარისხი და ხელმისაწვდომობა”, _ განაცხადა მატვიენკომ.

Politnavigator.netზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here