Home ახალი ამბები საქართველო გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი, მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე

გარდაიცვალა ოლიმპიური ჩემპიონი, მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე

143

ლეგენდარული ქართველი მშვილდოსანი ქეთევან ლოსაბერიძე, რომელიც 72 წლისა გარდაიცვალა, იყო მშვილდოსნობაში 1980 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1973, 81), ევროპის აბსოლუტური ჩემპიონი (1972) და ორგზის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1972,78).

ქეთევან ლოსაბერიძე პირველი და ერთადერთი ოლიმპიური ჩემპიონი ქალია მშვილდოსნობაში ევროპის კონტინენტიდან.

2002-2005 წლებში იყო საქართველოს მშვილდოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა (2018) და ხალხთა მეგობრობის ორდენით.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here