Home ახალი ამბები მსოფლიო გაერო: სურსათზე ფასებმა ისტორიულ მაღალ დონეს მიაღწია

გაერო: სურსათზე ფასებმა ისტორიულ მაღალ დონეს მიაღწია

81

მარტში ფასებმა ისეთ სასურსათო საქონელზე, როგორიც არის მარცვლეული და მცენარეული ზეთი, ყველაზე მაღალ დონეს მიაღწია. და ეს მოხდა უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გამო, რომლებმაც სურსათის მიწოდების შეფერხება გამოიწვია აფრიკაში, ახლო აღმოსავლეთსა და სხვა ადგილებში, იქ, სადაც ადამიანები წლების განმავლობაში შიმშილობენ, _ განაცხადეს გაერთიანებულ ორგანიზაციაში.

გაეროს სპეციალისტების ანგარიშში აღნიშნულია, რომ 17,1%-ით გაძვირდა ხორბალი, შვრია და სიმინდი. ხორბლისა და და სიმინდის მსოფლიო ექსპორტში კი რუსეთისა და უკრაინის წილი, შესაბამისად, 30 და 20 პროცენტია. მნიშვნელოვნად გაძვირდა მცენარეული ზეთიც _ 23,2 პროცენტით. ამას ემატება მინერალური სასუქების გაძვირება, რომლებსაც, ძირითადად, რუსეთი აწარმოებს.

rg.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here