Home ახალი ამბები მსოფლიო ბრიუსელი დაიღალა “უმცროსი ძმის” როლის შესრულებით

ბრიუსელი დაიღალა “უმცროსი ძმის” როლის შესრულებით

ბაიდენის პოლიტიკა აძლიერებს განხეთქილებას ნატოსა და ევროკავშირში

134
ბრიუსელი დაიღალა “უმცროსი ძმის” როლის შესრულებით

ბრიტანული გამოცემა Daily Express წერს, რომ ევროკავშირში მოიმატა ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პერიოდში აშშის პოლიტიკით უკმაყოფილებამ.

სტატიის ავტორი კელუმ ჰორი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის უკმაყოფილებას იწვევს ჯო ბაიდენის რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა, რომლის შესახებაც ვაშინგტონმა არც კი აცნობა ბრიუსელს. ამას გარდა, ევროკავშირი შეშფოთებულია აშშ-ის ცალმხრივი გადაწყვეტილებით ავღანეთიდან ჯარების გაყვანის შესახებ, აგრეთვე, იმ ფაქტით, რომ აშშ-ის პრეზიდენტს, ჯერ კიდევ არ დაუნიშნავს თავისი ელჩი ევროკავშირში. ვაშინგტონის ასეთი პოლიტიკა ევროკავშირს თავისი ამბიციების სრულად რეალიზაციის საშუალებას არ აძლევს ევროპის უსაფრთხოების საკითხებში და ევროკავშირის წევრებს უბიძგებს, იფიქრონ აშშ-ის გავლენისგან თავის დაღწევაზე.

ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის დაანონსებულ შეხვედრაზე 16 ივნისს განიხილება გლობალური უსაფრთხოების საკითხები, ურთიერთშეხების წერტილების მოძებნა. ეს მხოლოდ ორმხრივი ფორმატია. ევროპის კავშირი ამ შეხვედრის შედეგების შესახებ მისი დასრულების შემდეგ შეიტყობს იმ რეზოლუციით, რომელსაც აშშისა და რუსეთის ლიდერები მიიღებენ. სახელდობრ, ეს სწყინს ბრიუსელს”, _ ამბობს ახალგაზრდული ინიციატივების ევრაზიული ინსტიტუტის პოლიტოლოგი იური სიმონკინი.

პოლიტოლოგის აზრით, ბრიუსელი ვაშინგტონის მიმართ ყოველთვის მეორე პოზიციას იკავებს, ევროკავშირის ბევრ ქვეყანას კი სურს, სუვერენული პოლიტიკა აწარმოოს, რაც გაერთიანებაში განხეთქილების მიზეზია.

ამჟამად ევროპა გზაგასაყარზეა: ან უნდა გავიდეს აშშ-ის გავლენიდან და დამოუკიდებლად გადაწყვიტოს უსაფრთხოების საკითხები, ან უნდა დამორჩილდეს აშშ-ს და იბრძოლოს მიუღებელი ქვეყნების წინააღმდეგ სანქციებით, კონფლიქტების გაღვივებით და ა.შ.

პოლიტოლოგის აზრით, ევროკავშირი, ადრე თუ გვიან, შეძლებს, თავიდან მოიშოროს “უმცროსი ძმის როლი” და დაიწყოს თეთრი სახლისგან დამოუკიდებელი არსებობა, მათ შორის ააწყოს თანამშრომლობა “ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე” (ამ ინიციატივით ვლადირმერ პუტინი გამოვიდა). ასეთი სცენარის შემთხვევაში ევროკავშირი და ნატო შეწყვეტენ არსებობას ამჟამინდელი სახით, როგორც რუსეთზე ზემოქმედების ინსტრუმენტები, და იძულებულნი იქნებიან, პარტნიორულ ურთიერთობაზე იფიქრონ.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here