Home ახალი ამბები მსოფლიო ბრეივიკი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

ბრეივიკი პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს

152

ნორვეგიელმა ექსტრემისტმა, ანდრეს ბრეივიკმა, სასჯელის ნახევარი მოიხადა და 2020 წლის სექტემბრიდან პირობით ვადამდე გათავისუფლებას ითხოვს.

10 წლის წინათ, 2011 წლის 22 ივლისს, ნორვეგიაში ანდრეს ბრეივიკმა 2 ტერორისტული აქტი მოაწყო, რომლებმაც მსოფლიო შეაძრწუნა. მან ჯერ ოსლოს ცენტრში ააფეთქა ავტომობილი, შემდეგ პოლიციის ფორმაში გადაცმული კუნძულ უტოიაზე ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრა. ბრეივიკმა იქ 77 ადამიანი მოკლა, მათ შორის ჩვენი თანამემამულე გოგონა თამთა ლიპარტელიანი. ნორვეგიული კანონების მიხედვით, ბრეივიკმა მაქსიმალური სასჯელი მიიღო _ 21 წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ურთიერთობის უქონლობაზე (?!) ჩივის და ციხიდან ახლავე გათავისუფლებას მოითხოვს.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here