პრეზიდენტობის პირველი 9 თვის შემდეგ ჯო ბაიდენის პოპულარობა აშშ–ის სხვა სახელმწიფო მეთაურებზე მეტად არის დაცემული მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან დღემდე. ამას მოწმობს Gallup–ის გამოკითხვა.
ბაიდენის რეიტინგი 11,3%-ით დაეცა და 56%-იდან 44%-მდე შემცირდა. რეიტინგმა დაცემა დაიწყო ივლისში, როდესაც აშშ-ში მოიმატა კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა. ვითარება დაამძიმა ავღანეთიდან ამერიკის ჯარების გაქცევამ. ბაიდენის რეიტინგი მისი წინამორბედი 10 პრეზიდენტის რეიტინგებზე მეტად არის დაცემული. მან მოხსნა ბარაკ ობამას რეკორდი, რომლის რეიტინგიც აშშ-ის პრეზიდენტობის პირველი 9 თვის განმავლობაში 10,1 პროცენტით შემცირდა.
ოქტომბერში ექსპერტებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის რეიტინგი კატასტროფულად დაეცა, რაც თეთრი სახლის არასწორი პოლიტიკის შედეგია.
vz.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა
ნიკა კორინთელმა