მთავარი მსოფლიო აშშ და ნატო რუსეთთან ახალი მოლაპარაკებების გასამართავად მზად არიან, რუსეთი კი ახალი...

აშშ და ნატო რუსეთთან ახალი მოლაპარაკებების გასამართავად მზად არიან, რუსეთი კი ახალი მოლაპარაკებების გამართვაში აზრს ვერ ხედავს

50
გააზიარეთ

აშშის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ტელეფონით ისაუბრა. საუბრისას ორივე მხარემ გამოხატა მზადყოფნა რუსეთთან ახალი მოლაპარაკებების გასამართავად. ეს ინფორმაცია გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნედ პრაისმა.

ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მხარეებმა “იმსჯელეს შემდეგ ნაბიჯებზე” რუსეთი-ნატოს საბჭოთა შეხვედრის შემდეგ, რომელიც მიეძღვნა რუსეთის ფედერაციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს უსაფრთხოების გარანტიების შესახებ; და რომ აშშ-ისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წარმომადგენლები კვლავ აპირებენ შეხვედრას რუსეთის დელეგაციასთან.

“აშშ და ნატო მზად არიან, კვლავ შეხვდნენ რუსეთს და ემხრობიან დიპლომატიისა და ორმხრივად სასარგებლო დიალოგის გაგრძელებას. აშშ და ნატო მოუწოდებენ რუსეთს, დაუყოვნებლივ განახორციელოს ქმედებები ვითარების დეესკალაციისთვის უკრაინის საზღვართან”, _ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. ეს ინფორმაცია დაადასტურა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა. 15 იანვარს მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ელაპარაკა სტოლტენბერგს და მზად არის მოსკოვთან ახალი მოლაპარაკებების დასაწყებად.

მოსკოვმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ უახლოეს ხანში აშშ-თან ახალი მოლაპარაკებების გამართვაში აზრს ვერ ხედავს, რადგან მხარეებს შორის ღრმა უთანხმოებაა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებით, მოსკოვი ელოდება დასავლეთის წერილობით პასუხს რუსეთის წინადადებაზე.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

გააზიარეთ

დატოვეთ კომენტარი

Please enter your comment!
Please enter your name here