Home ახალი ამბები არასამთავრობოები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, უწყებასთან აქცია მიმდინარეობს

არასამთავრობოები შს მინისტრის გადადგომას ითხოვენ, უწყებასთან აქცია მიმდინარეობს

642

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის გადადგომის მოთხოვნით ორთაჭალაში, უწყების შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

აქციის ორგანიზატორები არასამთავრობო ორგანიზაციები არიან.

ისინი ნუცუბიძეზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმესთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას გიორგი მღებრიშვილს აკისრებენ.

მათი მთავარი მოთხოვნა ძალოვანი უწყების ხელმძღვანლის თანამდებობიდან დაუყონებლივ გათავისუფლებაა. ისინი გიორგი მღებრიშვილს 24-საათიან ვადას აძლევენ და შესაბამისი მოთხოვნით უწყებაში ხელმოწერილი განცხადებების შეტანას აპირებენ.

აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ შემთახვევში, თუ მინისტრი თანამდებობას არ დატვებს, სამოქალაქო დაუმორჩილებლობაზე გადავალენ, რასაც სხვადასხვა ფორმა ექნება.

ორგანიზაციამ “სამართლიანობა და განვითარება” და უფლებადამცველთა ასოციაციამ ასეთი მოთხოვნით რამდენიმე დღის წინ აქცია პარლამენტის შენობასთანაც გამართა. აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა სცადეს, რა დროსაც საპატრულო ეკიპაჟმა ერთ-ერთი აქტივისტი მიხეილ კაჭკაჭიშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ, კაჭკაჭიშვილი თანამოაზრეებთან ერთად აქციებს განაგრძობს. შს სამინისტროს ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.

25 ოქტომბერს ნუცუბიძეზე 33 წლის კაცი იმ დროს  გარდაიცვალა როცა მას სამართალდამცველები ადმინისტრაციული წესით აკავებდნენ. საქმეზე გამოძიება დაიწყო.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here