ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად,მოხუცი ქალი დაიღუპა.
როგორც “საქართველო და მსოფლიოს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ბინა დამწვარი იყო, ხოლო 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.
მათივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.
აშნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ,სისხლის სამართლის კოდექსის 188ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.