Home ახალი ამბები ზუგდიდში ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა

ზუგდიდში ხანძარს 80 წლის ქალი ემსხვერპლა

716
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე არსებულ საცხოვრებელ კორპუსში ხანძრის შედეგად,მოხუცი ქალი დაიღუპა. 

როგორც “საქართველო და მსოფლიოს” საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველები ადგილზე გამოძახებიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ, თუმცა ბინა დამწვარი იყო, ხოლო 80 წლამდე ქალი გარდაცვლილი დახვდათ.

მათივე ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.

აშნიშნულ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ,სისხლის სამართლის კოდექსის 188ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

28 იანვარს თბილისში, ავლაბარში ხანძარს 56 წლის მამაკაცი ემსხვერპლა.
26 იანვარს კახეთში, სიღნაღში ხანძრის შედეგად 80 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here