უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ პუტინს ბელარუსის დედაქალაქ მინსკში შეხვედრა შესთავაზა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის შუამავლობით უნდა გაიმართოს.
“მინდა, მივმართო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს: საჭიროა საუბარი? საჭიროა. მოდი, განვიხილოთ, ვისია ყირიმი, ვინ არის და ვინ არა დონბასში. თქვენთან საუბრისას გთავაზობთ შემდეგ ფორმატს: მე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი”, _ განაცხადა ზელენსკიმ “ფეისბუკით” გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.
“ვფიქრობ, ალექსანდრე ლუკაშენკო დიდი სიამოვნებით მიგვიღებს მინსკში. ჩვენ არ ვცვლით არანაირ დიპლომატიურ ფორმატს. ჩვენ, უბრალოდ, გთავაზობთ საუბარს”, _ ამბობს ზელენსკი.