Home ახალი ამბები მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაბომბად უკრაინელმა სამხედროებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დასაბომბად უკრაინელმა სამხედროებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს

49

ზაპოროჟიეს აესში ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) წარმომადგენლების ყოფნის მიუხედავად, სადგურის ტერიტორიის დასაბომბად უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 8 უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენეს. უკრაინელი სამხედროების მორიგ პროვოკაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, _ წერს ridus.ru.

რფ-ის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატები დაბლოკეს რადიოელექტრონული ბრძოლის რუსული საშუალებებით _ უპილოტო საფრენი აპარატები აიძულეს, ყუმბარები ჩამოეგდოთ ატომური ელექტროსადგურიდან 1,5 კმ-ით დაშორებულ უკაცრიელ ადგილას.

უფრო ადრე რუსმა სამხედროებმა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომური ელსადგურის პერიმეტრს იცავენ, უკრაინული დრონი ელექტროსადგურიდან რამდენიმე ასეულ მეტრში ჩამოაგდეს. ყუმბარა, რომელიც დრონზე იყო ჩამოკიდებული, არ აფეთქდა.

ამჟამად ზაპოროჟიეს აეს-ში მუშაობს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე ექსპერტი, რომლებიც სადგურში რამდენიმე დღის წინათ შევიდნენ.

ზაპოროჟიეს აეს-ის მონახულების შემდეგ აესს-ის დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა, რომ სადგურის “ფიზიკური მთლიანობა” რამდენიმეჯერ დაირღვა. გროსი ჯერჯერობით ვერ ამბობს, “ფიზიკური მთლიანობის” დარღვევა წინასწარგანზრახვით მოხდა თუ შემთხვევით. მისი თქმით, სპეციალისტებს ჯერ არ აქვთ “აუცილებელი ელემენტები” სადგურზე ვითარების ობიექტურად შესაფასებლად.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here