Home ახალი ამბები მსოფლიო ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელმა დატოვა

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს თითქმის ყველა თანამშრომელმა დატოვა

77

ზაპოროჟიეს ოლქის ადმინისტრაციის საბჭოს წევრ ვლადიმერ როგოვის განცხადებით, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (აესს) კიდევ 11-მა თანამშრომელმა დატოვა ზაპოროჟიეს აეს. 5 სექტემბრისთვის სადგურში რჩებოდა მხოლოდ 2 დამკვირვებელი, _ წერს ridus.ru.

“ექსპერტებმა მუშაობა 6 სექტემბერს უნდა დაასრულონ. ჩვენ დაინტერესებული ვართ, აესში ვითარება ობიექტურად შეფასდეს”, _ აღნიშნა როგოვმა.

შეგახსენებთ, რომ 18 ივლისს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისა და ქალაქის ენერგოდარს რეგულარულად უხსნიდნენ ცეცხლს უკრაინელი სამხედროები. აესს-ის გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ, ატომური სადგურის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ატომური ობიექტის “ფიზიკური მთლიანობა” რამდენიმეჯერ დაირღვა. ამასთანავე, მან ჯერ არ იცის, ეს შემთხვევით მოხდა თუ წინასწარგანზრახვით.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here