Home ახალი ამბები მსოფლიო ხმელთაშუა ზღვის თავზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს “განკითხვის დღის” თვითმფრინავი შენიშნეს

ხმელთაშუა ზღვის თავზე აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს “განკითხვის დღის” თვითმფრინავი შენიშნეს

135

აშშის თავდაცვის სამინისტროს ეროვნული საჰაერო სამეთაურო ცენტრი E-48 Night watch მოულოდნელად გამოჩნდა ხმელთაშუა ზღვის თავზე, _ წერს avia.pro.

პლანეტის ამ რაიონში “განკითხვის დღის” თვითმფრინავის გამოჩენას სპეციალისტები უკავშირებენ სამეთაურო ცენტრის სავარაუდო ვიზიტს რუსეთის საზღვრებთან, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, რადგან უკრაინა რუსეთს უკვე ემუქრება, რომ ამერიკულ რაკეტებს გამოიყენებს.

მონიტორინგული რესურსების მონაცემების თანახმად, 18 ივლისს აშშ-ის ეროვნული სამეთაურო ცენტრი E-48 Night watch-ის  ვიზიტი  ხომალდის სამხედრო ბაზაზე მოულოდნელი იყო. მანამდე თვითმფრინავი დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ავიაშოუ Royal International Ait Tattoo-ში მონაწილეობისთვის.

ეროვნული საჰაერო სამეთაურო ცენტრის ბაზაზე ვიზიტის შესახებ აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს განცხადება არ გაუვრცელებია, ამიტომ სპეციალისტებმა ივარაუდეს, რომ თვითმფრინავმა შეიძლება მონაწილეობა მიიღოს შავი ზღვის თავზე უკრაინის საზღვრებთან მოწყობილ პროვოკაციებში.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here