Home ახალი ამბები საქართველო ხათუნა საგინაშვილი: ჟურნალისტობა ერთ-ერთი უკეთილშობილესი პროფესიაა, რომელიც სიმართლის მსახურებასთან ასოცირდება. ჰოდა, რა...

ხათუნა საგინაშვილი: ჟურნალისტობა ერთ-ერთი უკეთილშობილესი პროფესიაა, რომელიც სიმართლის მსახურებასთან ასოცირდება. ჰოდა, რა საერთო აქვს ამ ხალხს ან სიმართლესთან, ან ჟურნალისტობასთან?

“ქართული მედია თავისი დონორებისა და დამკვეთების მონაა”

285

ჭყონდიდის ეპარქიის მეუფემ, სტეფანე კალაიჯიშვილმა, მედიის წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გაილაშქრა. მარტვილის მონასტერში საკვირაო წირვალოცვის მიწურულს ქადაგებისას კალაიჯიშვილმა ჟურნალისტებიმიკროფონით მორბენალ ძროხებსშეადარა”, _ წერენ ნეოლიბერალური მედიის წარმომადგენლები.

ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტს ჟურნალისტებისთვის ძროხები არ უნდა ეწოდებინა. ეს გაუმართლებელია, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ნეოლიბერალური მეინსტრიმული მედიის წარმომადგენლების ქმედებები ხშირად ყოველგვარ ზღვარს არის გადასული, განსაკუთრებით ეკლესიამონასტრებში. მიტროპოლიტმა, ალბათ, ვერაფრით დააშოშმინა ინსტინქტებით მოქმედი ჟურნალისტები, რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ, რომ ვითომ სკანდალური რეპორტაჟი მიიტანონ რედაქციაში _ ეს მათი ინსტინქტია. მათ სარგებელი არ მოაქვთ არც საზოგადოებისთვის, არც იდეოლოგიისთვის

მეუფის ეს მიმართვა ნამდვილად არ მოხვდებოდა ჩვენი ყურადღების არეალში, მაგრამ არ შეიძლებოდა, უყურადღებოდ დაგვეტოვებინა ის, რაც აღნიშნულ ფაქტზე  მედიასაშუალებებში დაიწერა

საქართველო და მსოფლიოს”  სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი ესაუბრება.

_ მარტვილის მონასტერში საკვირაო წირვალოცვის დასრულებისას მიტროპოლიტმა სტეფანემ ჟურნალისტებსმიკროფონით მორბენალი ძროხებიუწოდა. მიტროპოლიტის ამ განცხადებას თუ მიმართვას სოციალურ ქსელში და ზოგიერთ მედიასაშუალებაში ყოვლად უმსგავსო გამოხმაურება მოჰყვა

_ ჯერ ის უნდა გავარკვიოთ, რა უფლებით იწოდებიან ჟურნალისტებად ის ადამიანები, რომლებიც იუდას ვერცხლის სანაცვლოდ საქართველოს მტრების დაკვეთებს ასრულებენ და წირვაზე, სხდომებზე, დასვენებისას მიუცვივდებიან ხოლმე სასულიერო პირებს და მიკროფონებით ფარიკაობენ, უმსგავსოდ იქცევიან. ჟურნალისტობა ერთ-ერთი უკეთილშობილესი პროფესიაა, რომელიც სიმართლის მსახურებასთან ასოცირდება, ჰოდა, რა საერთო აქვს ამ ხალხს ან სიმართლესთან, ან ჟურნალისტობასთან?

რაც შეეხება მეუფე სტეფანეს, მინდა, მას გამძლეობა ვუსურვო _ ის ეშმას ლეგიონის შეტევის ობიექტია და ამ ანომალიურ პირობებში მაინც ახერხებს ეპარქიის მართვას. ეს ეშმას ლაშქარი, ამ შემთხვევაში ლიბერალური მედიის ქაჯების სახით, ცდილობს, რაღაც იმუნიტეტი შეიქმნას, რომ  კრიტიკული მედიაა, აქვს ყველაფრის უფლება და, რაც უნდა ჩაიდინოს, ხელშეუხებელია. არათუ მეუფემ, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა მიზნად უნდა დაისახოს, ამხილოს ეს გონებაშეზღუდულები და მიუჩინოს კუთვნილი ადგილი, ცილისწამებასა და ტყუილის ტირაჟირებაზე კი აუცილებლად სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ. სხვაგვარად უკვე შეუძლებელი ხდება…

_ ერთერთ მედიასაშუალებაში გამოქვეყნდა წერილი საზოგადოებაში ძალადობის მიზეზზე. ,,ჩვენს საზოგადოებაში ძალადობის მიზეზი გაინტერესებთ? ეს ეკლესიის პოზიციაა _ ,,ღვთის შიშით ცხოვრება”  დაშიშის  ბატონობა”. სწორედ ეს ქმნის საზოგადოებაში პოლიტიკურ დაპირისპირებასა და ძალადობას”, _ წერს სტატიის ავტორი

_ უნდა ვიფიქროთ, რომ აპოკალიფსში ვიმყოფებით და ამგვარი შეურაცხადი ადამიანების მხრიდან ეკლესიაზე მსგავსი და უარესი შეტევები კიდევ უფრო გაძლიერდება. არადა, დარწმუნებული ვარ, ასეთი უგუნური და უვიცი ადამიანები თავს ქრისტიანებს უწოდებენ. მათ არ იციან ქრისტიანობის არსი _ ის, რომ ქრისტიანობის მიზანი ადამიანების დაშინება კი არაა, არამედ მათში სიძულვილის აღძვრა ცოდვისადმი, რომელიც ადამიანებს მარადიულ წარწყმედას უქადის. სწორედ ამას ემსახურება ღვთის წყალობის დაკარგვის შიში და ეს შიში წმინდაა.

_ ასევე საუბარი იყო იმაზე, იცის თუ არა საპატრიარქომ, როგორ მივიდნენ ადამიანები რწმენამდე, რა როლი აქვს და რა როლი ჰქონდა აქამდე ჟურნალისტიკას. “საპატრიარქომ და მედიამ თუ იციან, რით მივიდნენ ადამიანები რწმენამდე და რა როლი ჰქონდათ ამ აქტში ჟურნალისტებსასწავლიან ამ საკითხებს სემინარიებსა და აკადემიებში ჟურნალისტიკის, მარკეტინგისა და პიარის სპეციალობებზე?” _ წერენ სოციალურ მედიაში ჟურნალისტები

_ ანუ, ლიბერალი ჟურნალისტები არიან ხიდი ადამიანების რწმენამდე მიყვანის გზაზე? როგორ შეიძლება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება?! სადაა ჟურნალისტიკა და მედია? რა როლი აქვთ დღეს ჟურნალისტებს, გარდა ადამიანების ტვინების გამორეცხვისა?! დღეს ჟურნალისტიკა ასრულებს მხოლოდ მრუდე სარკის როლს, რომელიც დამახინჯებით ირეკლავს სინამდვილეს, და ლომის წილი შეაქვს საქართველოს დაღუპვაში.

_ ამბობენ იმასაც, რომ, კომბალი კი არა, დიალოგია საჭიროგასაგებია, მაგრამ დიალოგი ვისთან? მიტროპოლიტისა არ იყოს, “ძროხასავით მორბენალჟურნალისტებთან?

_ დიალოგი შეიძლება იმ მედიასთან, რომელიც არ მუშაობს დაკვეთებზე და სიმართლეს ეძებს. ასეთი კი საქართველოში, პრაქტიკულად, არ არის. ჩვენ თითქმის არ გვყავს თავისუფალი, ობიექტური და მიუკერძოებელი მედია. ქართული მედია თავისი დონორებისა და დამკვეთების მონაა.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here