Home ახალი ამბები მსოფლიო ხარკოვის ოლქში უცხოელი დაქირავებულების ბანაკი გაანადგურეს _ ლიკვიდირებულნი არიან ბრიტანელები და ავსტრალიელები

ხარკოვის ოლქში უცხოელი დაქირავებულების ბანაკი გაანადგურეს _ ლიკვიდირებულნი არიან ბრიტანელები და ავსტრალიელები

114

უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა ორი კვირის განმავლობაში მალავდა ხარკოვის ოლქში უცხოელი დაქირავებულების სამხედრო ბაზის განადგურებას, _ წერს avia.pro.

ამ მომენტისთვის ცნობილია, რომ მაღალი სიზუსტის იარაღიდან დარტყმების შედეგად უცხოელმა კონტრაქტორებმა სერიოზული დანაკარგები განიცადეს. დღეს ზუსტად არის ცნობილი, რომ დაიღუპა ორი დაქირავებული _ ბრიტანელი და ავსტრიელი.  შესაძლოა, დაღუპული უცხოელი დაქირავებულების რაოდენობა შეიძლება 2 ათეულს აღწევდეს.

ცნობილია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების უცხოელი დაქირავებულების ამ ბაზას იყენებდნენ იზიუმზე შეტევებისთვის. რაზმში ირიცხებოდა 20-მდე უცხოელი, მათ შორის ნიდერლანდების, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიისა და პოლონეთის მოქალაქეები. რუსეთის შეიარაღებული ძალების მოულოდნელი დარტყმებით დაქირავებულთა ბანაკი განადგურებულია. აღსანიშნავია, რომ უცხოელი დაქირავებულების ბანაკი 24 აგვისტოს გაანადგურეს, მაგრამ კიევი ამ ფაქტს მანამდე მალავდა, სანამ ინფორმაცია სხვა აუცხოელმა დაქირავებულებმა არ გაავრცელეს.

 სულ რამდენი უცხოელი დაქირავებული იმყოფება უკრაინის ტერიტორიაზე, უცნობია, მაგრამ ის კი ცნობილია, რომ მათი ძირითადი ნაწილი ხერსონისა და ხარკოვის ოლქებშია კონცენტრირებული.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://avia.pro/news/v-harkovskoy-oblasti-unichtozhen-lager-inostrannyh-nayomnikov-likvidirovany-britancy-i

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here