Home ახალი ამბები მსოფლიო ხარკოვის ოლქში დაქირავებულები მშვიდობიან მოქალაქეებს ხვრეტენ

ხარკოვის ოლქში დაქირავებულები მშვიდობიან მოქალაქეებს ხვრეტენ

85

ხარკოვის ოლქის სამხედროსამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმღვანელ ვიტალი განჩევის განცხადებით, რეგიონის ქალაქებში დაქირავებულები ხვრეტენ ადამიანებს, რათა რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაცია მოაწყონ, _ წერს ria.ru.

განჩევის თქმით, ამჟამად ოლქის დიდი ნაწილი დაპყრობილი აქვთ უკრაინელი ნაციონალისტების ფორმირებებსა და დასავლელ მოხალისეებს.

“ვითარება რთულია. ადამიანები, რომლებმაც შეძლეს იქიდან გამოღწევა, ყვებიან იმ საშინელებებზე, რომლებიც ხდება კუპიანსკსა და ველიკი ბურლუკში. მათი თქმით, დაქირავებულები ხვრეტენ ადამიანებს და ამას კამერით იღებენ. მათ სურთ, ისე წარმოაჩინონ, რომ ეს ყველაფერი რუსმა ჯარისკაცებმა ჩაიდინეს. გვამები ქუჩაში ყრია”, _ განაცხადა განჩევმა ტელეარხ “როსია 24”-ის ეთერში, დროებითი სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დასძინა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხარკოვის ჩრდილოეთით დაიკავეს დასახლებული პუნქტები და იქიდან ადამიანებს საზღვრის გადაკვევთა აღარ შეუძლიათ. ამასთანავე, დაიწყო რეპრესიები და ადამიანები დაიმალნენ. ხარკოვის მიმართულებით უკრაინელი სამხედროების რაოდენობა რამდენიმეჯერ აღემატებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობას.

უკრაინული ძალები, რომლებიც კონტრშეტევაში მონაწილეობდნენ, დაახლოებით 8-ჯერ აღემატებოდა ჩვენს ძალებს, ჩემი აზრით, ამიტომ მიიღეს გადაჯგუფების გადაწყვეტილება”, _ განაცხადა განჩევმა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ძალებმა ნიკოლაევ-კრივოი-როგის მისადგომებთან და ხარკოვის მიმართულებით 4 ათასზე მეტი ადამიანი დაკარგეს მოკლულისა და დაჭრილის სახით.

რუსეთი 24 თებერვლიდან აწარმოებს დემილიტარიზაციისა და დენაციფიკაციის სპეციალურ სამხედრო ოპერაციას უკრაინაში. ვლადიმერ პუტინმა ამ ოპერაციის ამოცანად დაასახელა დაცვა ადამიანებისა, რომლებიც 8 წლის განმავლობაში განიცდიდნენ დაცინვასა და გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან. პრეზიდენტის თქმით, ოპერაციის საბოლოო მიზანი  დონბასის გათავისუფლება და ისეთი პირობების შექმნაა, რომლებიც რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტია იქნება.

ლუკა მაისურაძე

https://svpressa.ru/war21/news/345783/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here