Home ახალი ამბები “სამუდამო პატიმრობასთან ერთად, აუცილებელია ნარკორეალიზატორისთვის ქონების კონფესკაციის მუხლის ჩამატებაც – ამაზე ვმსჯელობთ”

“სამუდამო პატიმრობასთან ერთად, აუცილებელია ნარკორეალიზატორისთვის ქონების კონფესკაციის მუხლის ჩამატებაც – ამაზე ვმსჯელობთ”

1732

“ქართული მარშის” მიერ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით შემუშავებული ალტერნატიული კანონპროექტის მიხედვით, მარშის წევრები ნარკორეალიზატორების უვადო პატიმრობას ითხოვენ.

როგორც „ქართული მარშის“ ერთ-ერთი ლიდერი სანდრო ბრეგაძე  „საქართველო და მსოფლიოსთან“ საუბარში აცხადებს, მარშის წევრები კანონპროექტში წარდგენილ ცვლილებებთან დაკავშირებით აქტიურად მსჯელობენ დასჯის სხვა მექანიზმებზეც, მათ შორის ქონების კონფესკაციასთან დაკავშირებით.

ბრეგაძე იმედოვნებს, რომ  კანონპროექტი აუცილებლად იქნება მიღებული, ვინაიდან მისი განცხადებით, მარშის აღნიშნულ ინიციატივას, უმრავლესობის დეპუტატების საკმაოდ დიდი მხარდაჭრა გააჩნია.

რამოდენიმე ეტაპად დავყავით, ჩვენი წინადადებები  ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით:  პირველი ეტაპი და უმთავრესი ეტაპი არის, რომ უნდა იყოს ნარკომოვაჭრეებისთვის სამუდამო პატიმრობის შეფარდება და შემდგომ აქიდან გამოწვეული რეციდივები. ვთვლით, რომ ქონების კონფესკაცია აუცილებელი ატრიბუტია ამ კანონპროექტისა და  რომ სამუდამო პატიმრობასთან ერთად აუცილებელია ქონების კონფესკაცის მუხლის ჩამატებაც. ჩვენ პარლამენტში წარვადგენთ აგრეთვე შესწორებას, რომლის მიხედვითც ნარკორეალიზატორებს ჩამოერთმევათ ქონება“, – განაცხადა ბრეგაძემ.

სანდრო ბრეგაძის განცხადებით, ნარკორეალიზატორები სამაგალითოდ უნდა ისჯებოდეს და ნარკომოვაჭრის ადგილი ქართულ საზოგადეობაში არ უნდა იყოს.

”ქართული მარშმა” ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ალტერნატიული საკანონდმებლო ინიციატივა სპეციალურ ბრიფინგზე, გუშინ წარადგინა.

„ქართული მარშის“ მიერ შემუშავებული კანონპროექტი:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნარკოტიკული დანაშაულის თავში, სსკ 260 მუხლის მე-4 ნაწილში შევიდეს ცვლილება:

სსკ.260 მუხლის 4 ნაწილის რედაქციიდან (სანქციის ნაწილიდან) ამოღებულ იქნეს სიტყვები: ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 6 დან 11 წლამდე.

სსკ. 260 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქო აქტიური ნივთიერებების უკანონო გასაღება ისჯება უვადო თავისუფლების აღკვეთით

სსკ 260 მუხლიდან ამოღბულ იქნეს მე-5 ნაწილი. 
სსკ 260 მუხლის მეექვსე ნაწილის ნუმერაცია შეიცვალოს 5 -ით, ხოლო ამ ნაწილის რედაქცია ჩამოყალიბდეს შემდეგნაერად:

“5 მუხლის 1,2 და 3 ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი:

ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით;
ბ) ორგანიზებული ჯგუფის მიერ – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან ოც წლამდეან უვადო თავისუფლების აღკვეთით.

სსკ 260 მუხლის რედაქცია დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად. 
ხსენებული მუხლის დანარჩენი ნაწილი დარჩეს უცვლელად.“

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here