Home ახალი ამბები მსოფლიო ვლადიმერ პუტინი: დამნაშავემ გამოჩენილი პოლიტიკოსის  სიცოცხლე შეწყვიტა

ვლადიმერ პუტინი: დამნაშავემ გამოჩენილი პოლიტიკოსის  სიცოცხლე შეწყვიტა

57

რუსეთის პრეზიდენტი მსოფლიო ლიდერთა შორის პირველი იყო, ვინც მწუხარება გამოთქვა იაპონიის პრემიერმინისტრ სინძო აბეს ტრაგიკულად დაღუპვის გამო და აღნიშნა, რომ დამნაშავემ შეწყვიტა სიცოცხლე გამოჩენილი პოლიტიკოსისა, რომელმაც ბევრი რამ გააკეთა ტოკიოსა და მოსკოვს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისთვის.

იაპონიის პრემიერმა შეძლო, არა მხოლოდ შეენარჩუნებინა კონტაქტები მოსკოვთან, არამედ მოეგვარებინა ურთიერთობა პეკინთანაც, მიუხედავად იაპონიასა და ჩინეთს შორის მრავალწლიანი რეგიონული დაპირისპირებისა სადავო კუნძულებსა და ჩრდილოკორეულ პრობლემაზე.

ამასთანავე, აბემ შეინარჩუნა ტრადიციული ამერიკულ-იაპონური კავშირები, მიუხედავად იმისა, რომ მისმა მრავალვექტორულმა პოლიტიკამ გამოიწვია უკმაყოფილება ვაშინგტონისა, რომელსაც რეგიონში უსიტყვოდ მორჩილი პარტნიორი სურს.

ლუკა მაისურაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here