Home ახალი ამბები მსოფლიო ვიოლა ფონ კრამონი – 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის...

ვიოლა ფონ კრამონი – 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია

43

2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე, „დიდება უკრაინას“ განაცხადა. აღნიშნული განცხადებით კრამონი 2008 წელს დასავლეთის მიერ რუსეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების შესახებ დასმულ კითხვას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, ყველამ გავაანალიზეთ, რომ იმ დროს უფრო მეტად გაბედულად უნდა გვემოქმედა და აგვისტოში სანქციები დაგვეწესებინა. ჩვენ ვნანობთ: 2008 წელს რუსეთისთვის სანქციები რომ დაგვეწესებინა, შესაძლოა, ყირიმის ანექსია თავიდან აგვერიდებინა, მაგრამ ახლა გვიანია. ვფიქრობ, რომ საუკეთესო შემთხვევაში საქართველოს საკითხის მოლაპარაკებებში ჩართვა შესაძლებელია – იმის თქმა, რომ საქართველოც ამ კალათის ნაწილია. არ მგონია, რომ ეს რეალისტურია, თუმცა შეგვიძლია ვცადოთ“, – განაცხადა კრამონმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში მეექვსე საერთაშორისო კონფერენცია “დიდება უკრაინას” იმართება. კონფერენციას მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი მასპინძლობენ და მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here