Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელი პატრიოტები მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ ქვეყნის გათავისუფლება ნაციზმისგან

უკრაინელი პატრიოტები მზად არიან, საკუთარ თავზე აიღონ ქვეყნის გათავისუფლება ნაციზმისგან

“მე სახლში ვბრუნდები!” _ მიმდინარეობს უკრაინის განმათავისუფლებელი არმიის ჩამოყალიბება

128

ზაპოროჟიეს ოლქში დაიწყო მოხალისეთა არმიის შექმნა უკრაინელი ნაციონალისტებისგან ქვეყნის სრულიად გასათავისუფლებლად. ის შეიქმნება მოლაშქრეთა რაზმტროასბაზაზე, _ განაცხადა რაზმის მეთაურმა ვლადიმერ ნოვიკოვმა (მოსახმობი სახელიალაბაი”), _ წერს svpressa.ru.

“დიახ, ჩვენ ახლა მოხალისეებისგან ვქმნით განმათავისუფლებელ არმიას მშობლიური ზაპოროჟიეს მხარის გასათავისუფლებლად”, _ განუცხადა ნოვიკოვმა “რია ნოვოსტის”.

 “ლიტერატურნაია გაზეტისთვის” მიცემულ ინტერვიუში კი მან დეტალურად ჩამოაყალიბა შესაქმნელი არმიის კონცეფცია.

_ დადგა დრო, ყველა წასული უკრაინელი დაბრუნდეს სამშობლოში და მონაწილეობა მიიღოს თავისი რეგიონის გათავისუფლებაში კიევური ფაშიზმისგან, _ ამბობს “ტროას” მეთაური, _ და აქ უდიდეს როლს თამაშობს პირადი მოტივაცია _ მზადყოფნა მშობლიური მიწის გასათავისუფლებლად. ეს გარდამტეხი მომენტია. ბევრი უკვე სხვა თვალით უყურებს იმას, რაც ხდება. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას ყველამ ნათლად დაინახა ფაშისტების მიერ ჩადენილი ბოროტმოქმედებები. ისინი ესროდნენ მშვიდობიან მოსახლეობას, შემდეგ დახოცეს ბატალიონ “აზოვის” წევრები, რომლებიც რუს სამხედროებს ჰყავდათ დატყვევებული. ეს ყველაფერი გავლენას ახდენს სინამდვილის აღქმაზე და ხელს უწყობს ადამიანების გამოფხიზლებას. ვფიქრობთ, ჩვენ ვიქნებით ახალი ტიპის არმიის შექმნის პროცესის კატალიზატორი. თითოეულ ოლქში გვყავს სამხედრო-პოლიტიკური ლიდერები, ადამიანები, რომლებიც მხარს არ უჭერდნენ სახელმწიფო გადატრიალებას და დაიწყეს ბრძოლა არა მხოლოდ ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკებისთვის, არამედ ბანდერელთა რეჟიმის წინააღმდეგ. საპროტესტო ომი დონეცკსა და ლუგანსკში დაიწყო, მაგრამ, ეს ომი ხერსონის ოლქში რომ დაწყებულიყო, იქაც ვიბრძოლებდით. ჩემი ქვედანაყოფი გაათავისუფლებს ჩემს სამშობლოს _ ზაპოროჟიეს მხარეს, სწორედ ამიტომ ვამბობ: “მე სახლში ვბრუნდები!” სახლიდან როცა წავედი, 8 წლის ვიყავი, მაგრამ ფაშისტური რეჟიმი ვერ მივიღე და “ჰუგო ბოსის” ჟილეტი ჯავშანჟილეტზე გავცვალე (ნოვიკოვი ადრე ცნობილი ბაიკერი იყო რეგიონში _ გ.გ). და მინდა, გავათავისუფლო ჩემი სამშობლო, ვიცხოვრო მშვიდობით, შევქმნა სოციალური საკითხებისკენ მიმართული ეკონომიკა. ყველაფრის აღდგენა რთული იქნება. ფაშისტებმა ბევრი რამ დაანგრიეს, ისინი ახლაც აწყობენ საცეცხლე წერტილებს საცხოვრებელი სახლების სახურავებზე, მაგრამ ზაპოროჟიეს მთელი ფორტიფიკაცია კარგად ვიცი.

უკრაინელებო, ვისაც გსურთ, სამშობლო თავისუფალი იხილოთ, მოდით ჩვენთანტროაში”. თქვენ იოლად მომძებნით ტელეგრამარხში _ ჩემი მოსახმობი სახელიაალაბაი”. უკრაინაში ახლა ნამდვილი სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. მოქალაქეთა ნაწილი დასავლეთის ფინანსური დამოკიდებულების ქვეშ მოყვა, მის მარიონეტად იქცა. მეორე ნაწილი ამას არ ეთანხმება. ახლა ზაპოროჟიეში ბევრი იარაღი შეაქვთ, აქ არიან დაქირავებულებიც და “მემარჯვენე სექტორის”, ტერიტორიული თავდაცვისა და უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები, აგრეთვე, რაღაც ჯგუფები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე. საბრძოლო მასალები შემოაქვთ ეშელონებით, დანაღმულია ყველაფერი. სახლების სახურავებზე მოწყობილია საცეცხლე წერტილები, ბევრი ბრძოლა მოგვიწევს. მზად ვართ, უკრაინის შეიარაღებული ძალების  წარმომადგენლებიც მივიღოთ ჩვენს რიგებში, ისინი, რომლებიც მიხვდნენ, რომ გონება აურიეს.

როდესაც ფრონტი კიევს მიუახლოვდება, დარწმუნებული ვარ, რაოდენობა იმ უკრაინელებისა, რომლებიც მოისურვებენ, ჩვენთან ერთად იბრძოლონ ზელენსკის წინააღმდეგ, რამდენჯერმე მოიმატებს. ჩვენ პირადი მაგალითით ვაჩვენებთ, რა არის განმათავისუფლებელი არმია. ჯერჯერობით მას ზაპოროჟიეს მხარეში ვქმნით, მაგრამ ჩვენს მაგალითზე სხვა მსგავსი ქვედანაყოფებიც ჩამოყალიბდება. ლოზუნგი “მე სახლში ვბრუნდები!” ბევრ ასეთ ლოზუნგს წარმოშობს თითოეულ რეგიონში. ადამიანები უკვე ბრუნდებიან უკრაინაში, მიდიან ენერგოდარში, ხერსონში, მელიტოპოლში. პროცესი დაიწყო. ზვავი აგორდა და მისი შეჩერება უკვე შეუძლებელია. რაც უფრო ვიაქტიურებთ, მით მეტი ადამიანი შემოგვიერთდება”, _ ამბობს ნოვიკოვი.

უკრაინის განმათავისუფლებელი არმიის პოლიტიკური მნიშვნელობა ძალიან დიდია. უკრაინელ ობივატელს, დასავლური პროპაგანდით ტვინგამორეცხილს, დღემდე სჯერა, რომ ბოროტი რუსეთი თავს დაესხა უკრაინას და მისი ჯარისკაცების დახოცვა დაიწყო. უკრაინის განმთავისუფლებელი არმიის შექმნის შემდეგ კი ის განცვიფრებული შეიტყობს, რომ თვითონ უკრაინაში არიან ადამიანები, რომლებიც რუსეთის მხარეს დგანან კიევის მოქმედი რეჟიმის წინააღმდეგ. და ასეთი ძალიან ბევრია. ეს ბევრს აიძულებს, შეიცვალოს თვალსაზრისი. ეს ერთი.

მეორე. უკრაინაში უამრავ ადამიანს სძულს კიევის ხუნტა., მაგრამ ამა თუ იმ მიზეზით ეშინიათ, დონბასის ლაშქარში გაწევრება. ეს არის ადამიანების განსაკუთრებული კონგლომერატი მენტალიტეტით, რომელიც ძალიან განსხვავდება უკრაინული ეროვნული ხასიათისგან. მათ მიმართ უკრაინაში ტრადიციულად ფრთხილი დამოკიდებულება აქვთ.

ნოვიკოვი ზაპოროჟიეში ავტორიტეტული ადამიანია, კლასიკური ლიდერი, პოპულარული, როგორც ადგილობრივ ახალგაზრდებში, ისე საშუალო ასაკის წარმომადგენლებში.

მესამე. თვითონ “ალაბაი” აღიარებს, რომ ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ხარკოვის ოლქებში ყველაფერი მისი დაკვირვების ქვეშაა. როგორც ჩანს, მან ეს რეგიონები ბევრჯერ შემოიარა თავისი მოტოციკლით. “ალაბაიმ” კარგად იცის ადგილები, ქალაქების სპეციფიკა, თითოეული გზაჯვარედინი და ყველგან ჰყავს თავისი ხალხი _ სულ ცოტა, ბაიკერები და სოციალურად აქტიური მცხოვრებნი. მათი დახმარება სამომავლოდ უკრაინული ქალაქების შტურმში ჯარისკაცების სიცოცხლის შესანარჩუნებლად ფასდაუდებელი იქნება.

მეოთხე. ნოვიკოვის არმია შეიძლება იქცეს იმ სოციალურ მაგნიტად, რომელიც რუსეთის გამარჯვების შემდეგ მიიზიდავს ათიათასობით უკრაინელ ლტოლვილს, რომლებიც საომარი მოქმედებებისა და მობილიზაციისთვის თავის არიდების მიზნით რუსეთში, ყირიმში, პოლონეთში და სხვა ქვეყნებში წავიდნენ.

თვითონ “ალაბაის” ვარაუდით, ლტოლვილთა ნახევარზე მეტი ახალ  ადგილებზე, ასე თუ ისე, კარგად მოეწყო.

დიახ, ვიღაც გათხოვდა, ვიღაცამ ცოლი შეირთო, ვიღაცამ ნორმალური სამსახური იშოვა, ვიღაც კი კვლავ მშობლიურ კერაზე დაბრუნებაზე ოცნებობს, მაგრამ ჯერ ისინი ვერსად დაბრუნდებიან. უკრაინაში მათ სწრაფად გადააქცევენ “საზარბაზნე ხორცად” და რუსული არტილერიის ჭურვების ქვეშ დასაღუპავად გაგზავნიან.როცა საომარი მოქმედებები დასრულდება, შეძლებენ დაბრუნებას და მათ შეხვდებიან არაბოროტირუსები, არამედ საზოგადოებრივი აზრის ლიდერები _ მათი თანამემამულენი, ზოგიერთს კი ბავშვობისა და სიჭაბუკის მეგობრები.

გიორგი გაჩეჩილაძე

https://svpressa.ru/war21/article/345779/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here