Home ახალი ამბები მსოფლიო უკრაინელებმა ხერსონის ოლქის საზღვარზე ხორბალს ცეცხლი წაუკიდეს

უკრაინელებმა ხერსონის ოლქის საზღვარზე ხორბალს ცეცხლი წაუკიდეს

89

რეგიონის სამხედროსამოქალაქო ავიაციის მეთაურმა კირილე სტრემოუსოვმა განაცხადა, რომ რეგიონის საზღვარზე უკრაინის მხარემ თვითმფრინავების მეშვეობით ცეცხლი წაუკიდა ხორბლის ყანებს, _ იუწყებარიანოვოსტი”. ხანძარი გაჩნდა დაპირისპირებული მხარეების გამყოფი ხაზის გასწვრივ.

“მათ რიგითი ადამიანები არ აინტერესებთ, რადგან კიევი გრანტებით ცხოვრობს, რომლებსაც დასავლეთი აძლევს”, _ განაცხადა სტრემოუსოვმა და დასძინა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები შეეცადნენ, დაებომბათ ხერსონი, მაგრამ მათ მიერ გაშვებული რაკეტები ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა გააუვნებლეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ხერსონის ოლქს  2022 წლის მარტიდან აკონტროლებს. იქ შექმნილია სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაცია, მუშაობენ რუსული რადიოსადგურები და ტელევიზიები, მიმოქცევაშია რუბლი. ოლქმა განაცხადა, რომ სურს რუსეთის შემადგენლობაში შესვლა.

გიორგი გაჩეჩილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here